მნიშვნელოვანი სიახლეები
სალამინის ბრძოლის ადგილი ნაპოვნია

სალამინის ბრძოლის ადგილი ნაპოვნია

არქეოლოგების აზრით  მათ იპოვეს ადგილი, სადაც ბერძნული ხომალდები ძვ.წ.ა. 480 წელს სალამინის ბრძოლის დაწყებამდე შეიკრიბნენ.  წყალქვეშა არქეოლოგების გუნდმა,  ახალი ტექნოლოგიების დახმარებით შეძლო სალამინის სრუტეში ბრძოლის ადგილის პოვნა.

მათ გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში სალამინის კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან სამი ტერიტორია შეისწავლეს. კვლევის პროგრამა სამი წელი უნდა გაგრძელდეს.

საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ამ კვლევის შესახებ შემდეგი განაცხადა:

„იქ კლასიკური და ელინისტური ხანის სალამინის ქალაქ-მუნიციპალიტეტისთვის სავაჭრო და სავარაუდოდ სამხედრო ნავსადგომი იყო. იგი ათენთან ახლოს მდებარეობდა. ესაა ასევე ადგილი, სადაც ძვ.წ.ა. 480 წელს ბერძნული ხომალდები შეიკრიბნენ, რათა სპარსელებზე დიდი გამარჯვება მოეპოვებინათ.“

კულტურის მინისტრის განცხადებით მკვლევარებმა ყურის სამხრეთ, ჩრდილო და დასავლეთ უბნებში უძველესი ნაგებობის ნაშთი აღმოაჩინეს. დროდადრო მისი დანახვა  წყლის დონის დაკლებისას შეიძლება.

მკვლევარები აპირებენ რეგიონის არქეოლოგიური რუკის შედგენას სამომავლო კვლევებისთვის. მისი მეშვეობით უფრო მარტივი გახდება ნავსადგომის შესწავლა.

აქ ასევე გეოარქეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების დაწყება მოხდება. მასში მონაწილეობას ექსპერტები იქნებიან პატრას უნივერსიტეტიდან. მათი დახმარებით მიდამოს პელეოგრაფიული რეკონსტრუქციის შედგენას აპირებენ.