მნიშვნელოვანი სიახლეები
სამართალი, მითები და ბიბლიური წყარო: ებლას თიხის ფირფიტებისგან დატოვებული ინფორმაცია

სამართალი, მითები და ბიბლიური წყარო: ებლას თიხის ფირფიტებისგან დატოვებული ინფორმაცია

ებლას თიხის ფირფიტები უძველესი ქალაქ ებლადაა, რომელიც ძვ.წ.ა. 2500 წლისთვის დაარსდა და ძვ.წ.ა. 2250 წელს განადგურდა. მისი მეშვეობით მკვლევარებმა  ქალაქის კულტურაზე, მითებზე, იურიდიულ საკითხებზე, უძველეს ენებზე და პოლიტიკურ სიტუაციებზე მრავალი ინფორმაცია მოიპოვეს. ამასთან თიხის ფირფიტები შეიცავს მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროებს ბიბლიაში აღწერილ მოვლენებზე.

1975 წელს რომის უნივერსიტეტის პროფესორმა პაოლო მატიემ და მისმა არქეოლოგების ჯგუფმა იპოვეს თიხის ფირფიტები, იქ სადაც ერთ დროს ქალაქი ებლა იყო. ნაქალაქარი დღევანდელი ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე სოფელ თელ მარდიხთან მდებარეობს.

ებლას ჩანაწერებში შედის 1500-მდე ხელშეუხებელი ლურსმლური დამწერლობის მქონე თიხის ფირფიტები და ათასობით დოკუმენტების ნატეხები. წარწერები ებლას სამეფო სასახლეში იპოვეს, რომელიც ქალაქთან ერთად 4500 წლის წინ განადგურდა.

ფირფიტების წარწერები

ებლას დოკუმენტები გვაძლევს ინფორმაციას ქალაქის ცხოვრებაზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა კულტურა, დიპლომატიური და საგარეო ურთიერთობები, სავაჭრო გარიგებები, ეკონომიკა, საშინაო საკითხები და სხვა. აღსანიშნავია, რომ არ მოიპოვება ჩანაწერები სამხედრო თემატიკაზე. მოპოვებულ მნიშვნელოვან ინფორმაციაში შედის ქალაქის მოსახლეობის აღწერილობა და მის მიხედვით სულ 260 000-მდე მოქალაქე ცხოვრობდა ებლაში.

დოკუმენტებს შორის არის იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ფირფიტები. ჩანაწერებში დეტალურადაა აღწერილი სასამართლო პროცესები. ამ თიხის ფირფიტებზე აღწერილია ცივილიზაცია, რომელიც მოსემდე 1000 წლით ადრე არსებობდა და ის მაღალ განვითარებული იყო თავისი სასამართლოთი და კანონებით.

დოკუმენტებში არის აღწერილი ეკონომიკური საკითხები და სავაჭრო გარიგებები, ასევე გვხდება ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირობებზე, რიტუალები და ლეგენდები. კლიფორდ უილსონი წერს: „ესაა მითოლოგიური ლიტერატურული ჩანაწერები, ჰიმნები სხვადასხვა ღვთაებებისადმი. მრავალი ამ ღმერთებიდან ცნობილია ბაბილონური პერიოდიდან. მათ შორისაა ენქი, ენლილი, უტუ, ინანა, ტიამუტი, მარდუქი და დანუ.“

ჩაწერისთვის გამოყენებული ენა

ებლას ფირფიტები ორ ენაზეა დაწერილი - შუმერული და წინათ უცნობი სემიტური დიალექტი, რომელსაც მკვლევარები ებლაურს უწოდებენ. ახალი უძველესი ენის თუ დიალექტის აღმოჩენა მუდამ დიდ ინტერეს იწვევს მეცნიერებში. ჩანს, რომ ამ დიალექტში შეინიშნება შუმერული ლექსიკის გავლენა. დევიდ ნეოლ ფრიმენი ამასთან დაკავშირებით ამბობს: „114 სიტყვათა ჩამონაწერი, რომელიც ორივე ენაში გვხდება შემდგომ ბიბლიურ ტექსტებშიც ჩაიწერა.“

სავარაუდო კავშირი ბიბლიასთან

ადგილების და ადამიანთა სახელები, რომლებიც ფირფიტებზე გვხდება მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს. ამ სახელებს შორის არის შემდგომი: აბრამი, დავიდი, ესაუ, იშმაელი, ისრაელი, მიკაიაჰი, მიშაელი და საული. ფირფიტებში ასევე შედის სახელი იაჰ, რომელიც ჰგავს ღმერთის სახელი იაჰვეს მოკლე ვერსიას.

ადგილთა სახელები ასევე აღსანიშნავია, რადგან ებლა ევფრატის დასავლეთით მდებარეობდა და ახლოს იყო მრავალ ბიბლიურ ტექსტებში აღწერილ ადგილებთან.

გასაოცარი აღმოჩენა იყო სინაის ხსენება ფირფიტაში. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ის შესაძლოა დასახლების სახელი ყოფილიყო. სინაის მთა ითვლება იმ ადგილად, სადაც მოსემ ღმერთთან ისაუბრა.

ბიბლიურ ქალაქებში შედის ისეთები, როგორიცა ხუთი მნიშვნელოვანი ქალაქი - სოდომი, გომორი, ადმაჰი, ზებოიმი და ბელა. ეს  ხუთი ქალაქი დაბადების მე-14 თავში გვხდება.