მნიშვნელოვანი სიახლეები
სასანიდური იმპერიის მეფე შაპურის კოლოსალური ქანდაკება (+ვიდეო)

სასანიდური იმპერიის მეფე შაპურის კოლოსალური ქანდაკება (+ვიდეო)

შაპურის კოლოსალურმა ქანდაკებამ  ახ.წ.ა. მე-3 საუკუნის სასანიდი მმართველი შაპურ I-ის საპატივცემულოდშერქმეული სახელი მიიღო. ეს გიგანტური ქანდაკება მდებარეობს კირქვის გამოქვაბულში, რომელიც ცნობილია, როგორც „შაპურის გამოქვაბული“ და მდებარეობს სამხრეთ ირანში, ზაგროსის მთებში. გამოქვაბული უძველესი ქალაქ ბიშაფურიდან 6 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, რომელიც შაპურის დაარსებულად ითვლება. შაპურის ქანდაკება ყველაზე გასაოცარად ითვლება, რომელიც კი შემორჩა სასანიდური მმართველობიდან.

მეფეთ მეფე შაპურ I

შაპურ I (ასევე შაპურ დიდი) იყო სასანიანთა იმპერიის მეორე შაჰანშაჰი (ანუ მეფეთ მეფე), რომელიც ახ.წ.ა. 239 და 270 წლებს შორის ზეობდა. შაპური ყველაზე მეტად ცნობილია რომაელთა წინააღმდეგ ომებით, სადაც ბრძოლისას რომაელი იმპერატორი გორდიანე III  მოკლეს, ხოლო მეორე, ვალერიანე  დაატყვევეს. ამ გამარჯვებების შესახებ კლდეში ნაკვეთი რელიეფები გვხდება ნაქშ-ე-რუსტამსა და ბიშაფურში.

განსხვავებული ქანდაკება

შაპურის ქანდაკება საკმაოდ განსხვავდება ცნობილი ქვის რელიეფებისგან. მაგალითად როგორც წესი მსგავს ნამუშევრებს ხალხისთვის სანახავ ადგილას აკეთებდნენ, რაც პროპაგანდის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, ეს გამოქვებულის შესასვლელშია, რომელსაც ხალხი იშვიათად ნახულობს. ამასთან არანაირი კვალი გამოქვებულში არ უკავშირდება შაპურის მმართველობას. ქანდაკების ფუნქცია გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა გამოქვებულში სადმე შაპურის განსასვენებლის მიმანიშნებელი ყოფილიყო, ან ის იყო მმართველის კულტის თაყვანისცემის ადგილი.

ქანდაკება

სასანიანთა მმართველობის ქანდაკება გამოქვაბულის შესასვლელიდან 35 მეტრის მოშორებით დგას. მისი ზომებია - სიმაღლე 6.7 მეტრი, კაცის გამოსახულების მხრების სიგანე კი 2 მეტრია. ქანდაკება გიგიანტური სტალაგმიტიდან გამოაქანდაკეს. როგორც ნამუშევრიდან ჩანს მოქანდაკე თითოეულ დეტალს ფრთხილად და დაკვირვებით აკეთებდა.

მაგალითად მეფის თავის გამოსახულება და თმა სიმეტრიულადაა გამოქანდაკებული. ამასთან ნამუშევარზე სამი ძვირფასეულობა - ყელსაბამი, საყურეები და სამაჯურები შეიმჩნევა. ამ ყველაფერთან ერთად მეფის პერანგი და ფართე შარვალი დეტალურადაა შესრულებული.

შაპურის ქანდაკება მეფეს ათლეტურ ადამიანად წარმოაჩენს, მას თმა მხრებამდე წვდება და წვერ-ულვაში ამშვენებს. ერთი ხელი თეძოზე უდევს ხოლო მეორე ხანჯლის ვადაზე უჭირავს. სამწუხაროდ ქანდაკების ფეხები ნაკლებად შემორჩა, ამის მიუხედავად ძნელი არაა იმის აღდგენა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თავდაპირველი გამოსახულება.

აღმოჩენისას ქანდაკება ძირს იყო დაცემული. სავარაუდოდ ძლიერმა მიწისძვრამ მე-15 და მე-19 საუკუნეებს შორის ქანდაკება წააქცია. 1950-იან წლებში შაპური ქანდაკება ისევ აღმართეს. მისი ფეხების მაგივრად კი ბეტონის სვეტები დადგეს.