მნიშვნელოვანი სიახლეები
სასწავლებლის ქვეშ მალტას უძველესი კატაკომბები იპოვეს

სასწავლებლის ქვეშ მალტას უძველესი კატაკომბები იპოვეს

არქეოლოგებმა 2000 წლის წინანდელი რომაული პერიოდის მალტელთა სამარხები იპოვეს. ზოგის აზრით ის იმდენად ძველია, რომ გარდაცვლილებს „მალტელებს“ ვერ უწოდებ, რადგან ისინი უფრო ზოგადად ხმელთაშუა ზღვის წარმოშობის ხალხები იქნებოდნენ.

კატაკომბები მალტას ქალაქ რაბატის სასწავლებლის ქვეშ აღმოაჩინეს. ისინი წმ. პავლესა და წმ. აგათას კატაკომბების ქვეშ იყო. უჩვეული ისაა, რომ ძვლები არავის გაუქურდია ამდენი ხნის მანძილზე. ეს აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მალტელთათვის, რომ კულტურული სამმართველოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მისთვის დიდი ყურადღება დაეთმოთ.

სამარხები იპოვეს წმ. პავლეს სამისიონერო კოლეჯის სპორტული განყოფილების მომუშავეებმა. არქეოლოგები იმ წამსვე დაინტერესდნენ ნაპოვნი ჩონჩხების კვალით და მოხატული თიხის ჭურჭლებით, რამაც შესაძლოა მალტას უცნობ ისტორიას ნათელი მოჰფინოს.

დოქტორი პეისის თქმით მუშებმა მხოლოდ პირველი ოთახი იპოვეს, არქეოლოგებმა კი მეტი და მეტი. როგორც შემდგომ Times-ის სტატიაში გამოაქვეყნეს, მათ იქ ქვებზე წარწერებიც იპოვეს. ერთ-ერთ განსვენებული სამარხის ქვის თაროზე იდო, რომელიც ახალშობილთათვის გამოიყენებოდა.

არქეოლოგ ბერნადეტ მერსიკა სპიტერის თქმით, ძვლების ანალიზით ჩანს, რომ ძველად ბავშვთა სიკვდილიანობა მაღალი იყო.

Times-თან დოქტორმა პეისმა თქვა:

„ „მალტელები“ რაშიც დღეს ვგულისმობს ახალი მნიშვნელობისაა. მალტა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან მოსული ხალხის სახლი გახლდათ. ეს იყო თავშესაფარი ადამიანებისთვის, რომლებიც თავს რომის იმპერიის ნაწილად მიიჩნევდნენ,“

სამარხის ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ მრავალი ებრაელი, ვაჭარი და სხვადასხვა კოლონიებიდან მოსული ხალხის სამარხები უნდა იყოს.

დოქტორი პეისის თქმით ეს კატაკომბები დაგვეხმარება მალტის ყველაზე ნაკლებცნობილი ისტორიისთვის ნათელის მოფენაში.