მნიშვნელოვანი სიახლეები
შავი ჭირის სუნთქვა...

შავი ჭირის სუნთქვა...

1347 წლის „შავი სიკვდილის მსხვერპლთა დნმ–ს ანალიზი ამტკიცებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ამ უდიდესი ეპიდემიის გამომწვევი, ბაცილა yersinia pestis–ის ორი შტამი იყო. 

ჭირიანების სასაფლაოები საუკუნეთა განმავლობაში დაწყევლილ ადგილად ითვლებოდა. თვლიდნენ, რომ შავი ჭირი უკვდავი იყო და ამიტომაც ერიდებოდნენ. არქეოლოგები გვამებთა ტანსცმელში მაგრად გატენილ ქისებს, ხოლო ჩონჩხებზე ხელუხლებელ ძვირფას სამკაულებს პოულობდნენ: არც ნათესავები, არც მესაფლავეები და მძარცველებიც კი ვერასდროს ვერ ბედავდნენ ეპიდემიის მსხვერპლთა შეხებას. და მაინც მთავრი ინტერესი რომელიც მეცნიერებს აიძულებს რისკზე წასვლას არა გარდასულ დღეთა არტეფაქტების მოძიებაა, არამედ ის თუ რომელმა ბაქტერიებმა გამოიწვია „შავი სიკვდილი“.

ვითომდა მთელი რიგი ფაქტორები უშლიან ხელს XIV საუკუნის „დიდი შავი ჭირის“  VI საუკუნის ბიზანტიის დაXIX საუკუნის საპორტო ქალაქების პანდემიასთან გაერთიანებაში. ბაქტერიაYersinia pestis რომელიც გამოყვეს XIX საუკუნის „შავი ჭირის“ პანდემიისას ყველა აღწერით ემთხვევა ე.წ. „იუსტინიანეს შავ ჭირს“. მაგრამ 1347 წლის „შავ სიკვდილს“ მთელი რიგი სპეციფიკური განსხვავება ჰქონდა.

ჯერ ერთი მასშტაბი: 1346–დან 1353 წლამდე მთელი ევროპის მოსახლეობის 60% გაწყდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთ დაავადებას არ გამოუწვევია სოციალური მექანიზმებისა და სამეურნეო კავშირების ესოდენ მთლიანი პარალიზება. ხალხი ერთმანეთს თვალებში შეხედვასაც კი ვერ უბედავდნენ (ითვლებოდა, რომ დაავდება მხედველობითაც გადადიოდა).

მეორეც, არეალი. VI და XIX საუკუნეების პანდემია ბობოქრობდა ევრაზიის თბილ ნაწილებში, ხოლო „შავმა სიკვდილმა“ მოიცვა მთელი ევროპა მის უკიდურეს ჩრდილო ნაწილებამდე – ფსკოვი რუსეთში, ტრონჰეიმი ნორვეგიაში და ფარერის კუნძულები. ამას გარდა შავი ჭირის ეპიდემია არ სუსტდებოდა ზამთრის პირობებშიც კი. მაგალითად ლონდონში სიკვდილიანობის პიკი 1348 წლის დეკემბრიდან 1349 წლის აპრილამდე გაგრძელდა, როდესაც დღეში 200 ადამიანი კვდებოდა.

undefined

მესამეც,  XIV საუკუნეში შავი ჭირის გავრცელების კერის ადგილსამყოფელი კამათს იწვევს. როგორც ცნობილია პირველად დაავადნენ თათრები, რომლებიც ყირიმის კაფა (თანამედროვე ფეოდოსია) ყავდათ ალყაში მოქცეული. მისი მცხოვრებლები კონსტანტინოპოლში გაიქცნენ და დაავადებაც თას მიიტანეს. იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის დახმარებით მთელს ევროპაში გავრცელდა. მაგრამ ყირიმში საიდანღა მოვიდა? ერთი ვერსიით – აღმოსავლეტიდან, მეორე ვერსიით კი ჩრდილოეთიდან. რუსული წყაროებით  უკვე 1346 წელს „შავი სიკვდილი“ უკვე მოდებული იყო აღმოსავლეთში  – სარაიში და სხვა ქალაქებში.

მეოთხეც  „შავი სიკვდილის“ გამონაყარის აღწერა და ჩანახატები არ ჰგავს იმ გამონაყარს რომელიც შავი ჭირის დროს იცის: ისინი უფრო პატარებია და გაფანტულია მთელს სხეულზე, არადა გამონაყარი უფრო დიდები უნდა იყოს და ძირითადათ საზარდულთან თავმოყრილი.

 1984 წლიდან მკვლევართა სხვადასხვა ჯგუფები, ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა მსგავს ფაქტებზე დაყრდნობით, გამოდიან მტკიცებულებით, რომ „დიდი შავი ჭირი“ არ იყო Yersinia pestis–ს ბაცილით გამოწვეული. უფრო მეტიც, ამტკიცებენ, რომ მაშინ შავი ჭირთან კი არა, არამედ მწვავე ვირუსულ დაავადებასთან ჰქონდათ საქმე, რაღაც ებოლას ციებ–ცხელების მსგავსთან, რომელიც ახლა აფრიკაში მძვინვარებს.

დანამდვილებით იმის გაგება თუ რა მოხდა ევროპაშიXIV საუკუნეში შეიძლება მხოლოდ „შავი სიკვდილის“ მსხვერპლთა ნაშთებიდან დნმ–ის  შესაბამისი ბაქტერიული ფრაგმენტების გამოყოფით. ამის მცდელობები იყო 1990–იან წლებში, როცა ზოგიერთ მსხვერპლთა კბილებს იკვლევდნენ, მაგრამ შედეგები მაინც სხვადასხვანაირად იქნა ინტერპრეტირებული. და აი ახლა ანთროპოლოგთა ჯგუფმა ბარბარა ბრამანტის და სტეფანი ჰენშის ხელმძღვანელობით გააანალიზა ევროპის მთელ რიგ ჭირის სასაფლაოებში მოგროვებული ბიოლოგიური მასალები და გამოჰყვეს მათგან დნმ–ის ფრაგმენტები და ცილები. ისინი მივიდნენ მნიშვნელოვან და ამავე დროს მოულოდნელ დასკვნამდე.

ჯერ ერთი „დიდი შავი ჭირი“ მაინც Yersinia pestis–ით იყო გამოწვეული, როგორც აქამდე ტრადიციულად ეგონათ.

მეორეც ევროპაში მძვინვარებდა ამ ბაცილის არა ერთი არამედ ორი ქვე სახეობა. იგივრცელდებოდა მარსელიდან ჩრდილოეთით და მოიცვა ინგლისი. ეს იყო ალბათ ის ვირუსი რომელიც კონსტანტინეპოლიდან მოვიდა. და აქ ყველაფერი გასაგებია. საოცარი ისაა, რომ ჰოლანდიი ჭირის სასაფლაოებში სრულიად სხვა შტამი აღმოჩნდა, რომელიც ნორვეგიიდან მოვიდა. როგორ აღმოჩნდა ის ჩრდილო ევროპაში – ჯერჯერობის უცნობია. რუსეთში კი შავი ჭირი არც ოქროს ურდოდან და არც ეპიდემიის დასაწყისში მოსულა, როგორც ეს ადრე ეგონათ.  პირიქით მის ბოლო სტადიაში და ისიც ჰანზას ქალაქებიდან. მაგრამ მარშრუტების უფრო ზუსტად დასადგენად უფრო ზუსტი პალეოეპიდემიოლოგიური კველევებია საჭირო.

ბიოლოგების მეორე ჯგუფმა მარკ ახტმანის (ირლანდია) ხელმძღვანელობით, შეძლო Yersinia pestis–ის „გენეალოგიური ხის“ შედგენა: შეადარა რა მისი დღევანდელი შტამები იმათ რაც აღმოაჩინეს არქეოლოგებმა. ამის საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამივე პანდემიის ფესვები VI, XIV და XIX საუკუნის, შორეული აღმოსავლეთის ერთი და იგივე ოლქიდან მოდის. აი იმ ეპიდემიაში კი, რომელიცჩვენს წელთ აღრიცხვამდე V საუკუნეში ათენში დაიწყო და ათენის ცივილიზაციის დაცემა გამოიწვია, Yersinia pestis სულაც არაა დამნაშავე: მაშინ ათენში შავი ჭირი კი არა ტიფის ეპიდემია ყოფილა. მეცნიერებს დღემდე მცდარი დასკვნები გამოჰქონდათ ათენის ეპიდემიის ფუკიდიდეს მიერ შედგენილი აღწერის გამო, იგი ძლიერ ჰგავდა პროკოპი კესარიელის მიერ  541 წელს კონსტანტინოპოლში შავი ჭირის ეპიდემიის აღწერას. ეხლა გასაგებია რომ პროკოპი კესარიელი ზედმეტად  ცდილობდა ფუკიდიდეს მიბაძვას.

მაინც რაში მდგომარეობს XIV საუკუნის პანდემიისგან გამოწვეული არნახული სიკვდილიანობა? მან ხომ მთელი საუკუნით შეაჩერა ევროპის პროგრესი. იქნებ მიზეზი ცივილიზაციის სწრაფ ცვლილებაში უნდა ვეძებოთ? ქალაქები სწრაფად ვითარდებოდნენ, მოსახლეობა იზრდებოდა, კომერციული კავშირების მყარდებოდა, ვაჭრები დიდ მანძილზე მოგზაურობდნენ (მაგალითად იმისათვის, რომ რეინის შესართავიდან სათავემდე მისულიყო შავ ჭირს 7,5 თვე დასჭირდა – არადა რამდენი საზღვარი იყო გადასალახავი!). მაგრამ ამასთან სანიტარული წარმოდგენები შუასაუკუნეებისა დარჩა. ხალხი ჭუჭყში ცხოვრობდა, ხშირად ეძინათ ვირთხებთან ერთად, ისინი კი თავის ბეწვში ატარებდნენ სასიკვდილო რწყილებს Xenopsylla cheopis. როცა ვითხები კვდებოდნენ, მშიერი რწყილები ადამიანებზე გადადიოდნენ, რომლებიც იქვე იყვენენ. მაგრამ ეს ზოგადი წარმოდგენებია, რომლებიც ბევრ ეპოქას შეიძლება მიუყენო. კონკრეტულას „შავ სიკვდილზე“ ლაპარაკისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ 1315–1319 წლების მოუსავლიანობა. კიდევ ერთი მოულოდნელი დასკვნა, რომლის გაკეთებაც შეიძლება შავი ჭირის სასაფლაოების ჩონჩხების ანალიზისას, ეხება გარდაცვლილთა ასაკობრივ ჯგუფებს: მათი უმეტესობა ბავშვები კი არა (როგორც ხშირად ხდება ამგვარ შემთხვევებში) მოწიფული ადამიანები არიან, რომელთა ბავშვობაც ზემოთ აღნიშნულ მოუსავლიან წლებზე მოდის.

 სოციალური და ბიოლოგიური ადამიანის ცხოვრებაში უფრო რთულად არის გადახლართული. ამ კვლევებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გავიხსენოთ თუ როგორ მთავრდება კამიუს ცნობილი წიგნი: „... შავი ჭირის მიკრობი არასდროს არ კვდება, არასდროს არ გაქრება. მან შეიძლება ათწლეულებით იძინოს სადღაც ავეჯის ჭუჭრუტანებში, ანდა თეთრეულის გროვაში. იგი მოთმინებით ელოდება თავის დროს საძინებელში, სარდაფში, ჩემოდანში, ცხვირსახოცებში, ქაღალდებში. მოვა დრო შავი ჭირი გააღვიძებს ვირთხებს და ისინიც მოედებიან ბედნიერი ქალაქის ქუჩებს“.