მნიშვნელოვანი სიახლეები
შიდა მონღოლეთში აბრეშუმში გახვეული 1500 წლიანი უცნობი გარდაცვლილი  აღმოაჩინეს (+ვიდეო)

შიდა მონღოლეთში აბრეშუმში გახვეული 1500 წლიანი უცნობი გარდაცვლილი აღმოაჩინეს (+ვიდეო)

ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში, აბრეშუმით დაფარული სხეული და ბერძნული ღმერთების გამოსახულებიანი ვერცხლის თასი 1500 წლოვან სამარხში აღმოჩნდა.

აღმოჩენა კიდევ ერთხელ გვანახებს თუ ვინ და  რით ვაჭრობდნენ აბრეშუმის დიდ გზაზე.

სავარაუდოთ სამარხი მდიდარ ოჯახს ეკუთვნოდა. არაა გამორიცხული იგი  გაოძუის (ითარგმნება როგორც „მაღალი საზიდრები“) სახელით ცნობილი ხალხის მმართველსაც ეკუთვნოდეს. იმ დროისათვის ეს ჰუნნუს მონათესავე მომთაბარე ხალხი ჩრდილოეთ ვეის დინასტიას (386–534 წლები) ემორჩილებოდა.

 ჯერჯერობით სხეულისათვის სუდარა არ გადაუხდიათ, შესაბამისად გამოკვლევაც არ შემდგარა. მეცნიერებმა არ იციან თუ ვინ წევს სუდარის ქვეშ. აბრეშუმი ხარისხიანი და ყვითელი ფერისაა. მიცვალებულს თავზე ოქროს რგოლი ადევს, ყელზე ოქროსავე ყელსაბამი. ამას გარდა აღმოჩენილია იმავე ლითონის ქამარი და ბეჭდები. მიცვალებულს ფეხზე ტყავის ჩექმები აცვია.

  ვერცხლის თასს ძირში ოთხი შვერილი აქვს. მათზე ბერძნული მითოლოგიიდან ღმერთების გამოსახულებებია: ზევსი, ჰერა, აფროდიტა და ათენა. ჭურჭელი სავარაუდოთ ახლო აღმოსავლეთიდან ანდა ცენტრალური აზიიდან არის  იმპორტირებული.