მნიშვნელოვანი სიახლეები
შოკისმომგვრელი აღმოჩენა! დანგრეული სალოცავის ქვეშ ძვ.წ.ა. 600 წლის ასურული სასახლე აღმოაჩინეს

შოკისმომგვრელი აღმოჩენა! დანგრეული სალოცავის ქვეშ ძვ.წ.ა. 600 წლის ასურული სასახლე აღმოაჩინეს

არქეოლოგები, რომლებიც ერაყში, მოსულის დანგრეულ სალოცავთან მუშაობდნენ, მოულოდნელად  დაახლოებით ძვ.წ.ა. 600 წლის სასახლეს წააწყდნენ. ეს მონუმენტური აღმოჩენა შესაძლოა ასურულ იმპერიაზე აქამდე უცნობ ინფორმაციას შეიცავდეს, თუმცა არქეოლოგები ასევე შეწუხებული არიან იმ მნიშვნელოვან არტეფაქტებზე, რომლებიც სამხედრო თავდასხმისას დაზიანდებოდა, რამაც თავად სალოცავი დაანგრია.

The Telegraph-ის ცნობით ერაყელი არქეოლოგები იკვლევდნენ თუ რა დაზიანება ჰქონდა მოციქული იონას სამარხს, რომელიც ცნობილია როგორც ნები  უანუსის სალოცავი. ის 2014 წელს ააფეთქეს და ახლანდელი გათხრითი სამუშაოებისას მის ქვეშ გვირაბს წააწყდნენ.

როცა არქეოლოგები გვირაბში შევიდნენ, მათ მნიშვნელოვანი არტეფაქტები იპოვეს. მთავარი რელიკვიებს შორის არის ლურსმლური წარწერების მქონე მარმარილო, რომელიც მათი აზრით ძვ.წ.ა. 672 წლის უნდა იყოს. ის უკავშირდება ასურეთის მეფე ასარხადონს, რომელიც ცნობილია ბაბილონის აღდგენით მას შემდეგ, რაც მისმა მამა სინახერიბმა დაანგრია. არქეოლოგთა ცნობით ეს ძალიან იშვიათი აღმოჩენაა, რადგან ამ პერიოდის წარწერები ცოტა მოიპოვება.

აქეოლოგთა მეორე ჯგუფი დაინტერესებულია ქვის რელიეფებით, სადაც ღვთაებაა გამოსახული სიცოცხლის წყალთან ერთად - რაც მიანიშნებდა, რომ ხალხს თავის მფარველობაში იღებდა. პროფესორ ელენორ რობსონმა ბრიტანეთის ინსტიტუტიდან, ივარაუდა, რომ ეს სასახლეში ქალთა საცხოვრებელი ნაწილისთვის დამახასიათებელი დეკორაციების ნაწილია.

რობსონმა The Telegraph-ს უთხრა:

„სამარხმა ჩვენ გასაოცარ აღმოჩენასთან მიგვიყვანა. აქ დიდი რაოდენობით ისტორია იმალება, თუნდაც მარტოოდენ ორნამეტირებული ქვების ქვეშ. ჩვენ როგორც იქნა საშუალება მოგვეცა შევისწავლოთ განძეულობათა სახლი, რომელიც  მსოფლიოს იმპერიიდან თავისი დიდების ხანიდან მოდის.“

როგორც ჩანს ეს ახლად აღმოჩენილი სასახლე შესაძლოა რამდენიმე ასურულ მეფეს დაუკავშირდეს: ის აშენდა მეფე სინახერიბის დროს, განახლდა ასარხადონის მმართველობისას და შემდგომ ისევ განიცადა ცვლილებები ასურბანიფალის დროს.

ჯერ კიდევ უცნობია რამდენი არტეფაქტის მოპარვა შეძლეს საომარი მოქმედებების დროს, სანამ ამ არეალს ერაყის ჯარები დაიკავებდნენ. შესაძლოა თიხის ჭურჭლები და პატარა არტეფაქტები შემდგომ შავ ბაზარზე გაეყიდათ.

დღეს არქეოლოგები ცდილობენ რამდენადაც შეუძლიათ დააბრუნონ დაკარგული არტეფაქტები და დაიცვან ისტორიული ღირსშესანიშნაობები.

იუნესკომ თვის ბოლოსთვის დაგეგმა კიდევ ერთი კრება, რადაც იმსჯელებენ თუ როგორ შეიძლება ახლად აღმოჩენილი ისტორიული სასახლის დაცვის უზრუნველყოფა.