მნიშვნელოვანი სიახლეები
შტორმში აღმოჩენილი გასაოცარი პიკტური დრაკონის რელიეფი (+ვიდეო)

შტორმში აღმოჩენილი გასაოცარი პიკტური დრაკონის რელიეფი (+ვიდეო)

მე-8 საუკუნის პიკტური დრაკონის რელიეფი (ასევე ეძახიან პიკტურ მხეცს) შოტლანდიაში, ორკნეიში ზღვის პირა კლდეზე აღმოაჩინეს. ქვის ეს დეკორაცია ყველაზე ლამაზი პიკტური არტეფაქტია რაც კი უახლეს წლებში უპოვიათ.

ეს აღმოჩენა გასაკვირი არ იყო, რადგან პიქტები ამ მიდამოში აქტიურობდნენ ახ.წ.ა. III საუკუნიდან VIII საუკუნემდე. თუმცა ამავდროულად მეცნიერთათვის ძალიან საინტერესო მასალა გამოდგა.

კრისტი ოვენი, არქეოლოგი მიიჩნევს, რომ გათხრები საშუალებას მისცემს მეცნიერებს არა მარტო ამ ადგილის პიქტური მოსახლეობა უკეთ შეისწავლონ, არამედ ასევე პიქტური სიმბოლიზშიც უკეთ გაერკვენ.

აღმოჩენასთან დაკავშირებით ჰაილენდისა და ისლანდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები  წერდნენ:

„დრაკონის მოტივი კლდის ქვაზე მიუთითებს პიქტების წარმომავლობას, მაგრამ შემდგომი გათხრებით მისი შესწავლა ვერ მოხერხდა მისივე მდებარეობის გამო. ქვის რელიეფი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ და საჭიროებდა სასწრაფოდ გადატანასა და აღდგენას ზღვის შტორმის გამო, რომელიც კლდეს დაატყდა თავს.“

დრო მოკლე იყო, დაიწყო ეროზია, რომელიც ორკნეის კლდის გარშემო ზღვის შტორმა გამოიწვია, ამგვარად არქეოლოგიური მიდამო ძალიან საშიში გახდა. თავად არტეფაქტის აღდგენაც კი მეცნიერთათვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს. მათ სჭირდებოდათ ამინდის მიხედვით ემოქმედათ და ფრთხილად ამოეღოთ უნიკალური ქვის რელიეფი.

აღმოჩენა გაკეთდა არქეოლოგ დოქტორ ჰუგო ანდერსონ-ვიმარკის მიერ, რომელიც ისტ მეინლენდის სანაპიროს სწავლობდა, მას შემდეგ რაც მას შტორმა გადაუარა. კვლევისას მან შეამჩნია ქვა, რომელიც თავად ზღვამ „ამოთხარა“.

„პიქტური რელიეფები იშვიათია შოტლანდიაში, აქედან მხოლოდ ორია ნაპოვნი ორკნეიში. ჩვენ საშუალება გვეძლევა შევისწავლოთ პიქტური ხელოვნება ამ ტერიტორიაზე იმ დროს, როცა ქრისტიანობა იწყებდა გავრცელებას. ეხლა როცა ეს ქვა მოშორდა თავის გარემოს, ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ის და შესაძლოა ხელახლა შევაფასოთ ეს მიდამო,“ თქვა არქეოლოგმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია გამოიფინება თუ არა სამომავლოთ ნაპოვნი რელიეფი. ჯერ-ჯერობით არტეფაქტის აღმოჩენის ადგილი უნდა შეისწავლონ და მისი შექმნის ისტორია დაადგინონ.

პიქტებთან დაკავშირებული აღმოჩენები განსაკუთრებით დიდი ინტერესით სარგებლობენ მეცნიერთა შორის თავისი იშვიათობის გამო.