მნიშვნელოვანი სიახლეები
შურუფაკის დარიგება: 4600 წლის წინანდელი შუმერი მეფის დარიგება ვაჟისადმი

შურუფაკის დარიგება: 4600 წლის წინანდელი შუმერი მეფის დარიგება ვაჟისადმი

შურუფაკის ჩანაწერები არის 4600 წლის წინანდელი შუმერული ბრძნული გამონათქვამები, რომელიც მეფემ თავის ვაჟს  ჭკუის სასწავლად დაუწერა. ეს უძველესი ტექსტი ჩაიწერა თიხის ფირფიტებზე ლურსმლური დამწერლობით და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ტექსტს წარმოადგენს. ზოგ ბრძნულ გამონათქვამებს მეცნიერები ათ მცნებასა და ძველი აღთქმის სწავლებებს ადარებენ.

მამობრივი დარიგება

შურუფაქი ითვლება ბოლო შუმერთა მეფედ, რომელიც დიდ წარღვნამდე მმართავდა. ის იყო მეფე უბარა-თუთუს მამა, რომელიც მოიხსენიება შეუმერ მეფეთა სიაში და მის მიხედვით მას 18500 წელი უნდა ემართა მესოპოტამიაში. თავის დარიგებაში შურუფაქი, თავის შვილ ზიუსუდრას (აქადურად ათნოპიშტინი) ეუბნება:

„ჩემო შვილი მე შენ გირჩევ

მიიღე ჩემი დარიგება.

ზიუსიდრა მე ხმას გაწვდი

გულისყურით მიიღე,

არ უგულვებრყო ჩემი დარიგება,

მამის დარიგება ძვირფასია

ღირსეულად მიიღე.“

ზიუსიდრა ცნობილია გილგამეშის ეპიკური პოემიდან. ამ მეფის სახელი ნიშნავს „იპოვა ხანგრძლივი სიცოცხლე“, და მეფეთა სიის მიხედვით მან 36000 წელი იცოცხლა. ზოგი ვერსიის თანახმად ის იყო ბოლო მეფე წარღვნამდე და არა შურუფაქი.

ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად შურუფაქის დარიგებები ასე იწყება „იმ დღეებსა და ღამეებში, რომლებიც ასე შორეულია, წლებში რომლებმაც დიდი ხნის წინ იყვნენ,“ რაც მიანიშნებს, რომ დიდი ხნის გადმოცემას ჰყვებიან „როცა ბრძენი ხალხი თავიანთი ბრძნული სიტყვით ცხოვრობდნენ ამ მიწაზე.“ ამის შემდგომ ტექსტში მრავალი ბრძნული გამონათქვამი მოდის, რომელიც შურუფაქის დარიგებაა ზიუსუდრასადმი.

არა იპარო, არა იმრუშო

შურუფაქი თავისი პირველ სამ დარიგებაში ამბობს „არ იქურდო“ და „არ ეპრანჭო ახალგაზრდა გათხოვილ ქალს“. ისინი არა უბრალოდ რჩევები, არამედ როგორც ბრძანება ისე უფრო ჟღერს. თუმცა, შემდგომ განმარტებასაც იძლევა თუ რატომ არ უნდა მოიქცე ამგვარად. „ქურდი ლომივითაა სანამ დაიჭერენ, შემდგომ ის მონა ხდება“ ასევე მრუშზეც აფრთხილებს, რომ „ჭორი შეიძლება სერიოზული გახდეს“.

შემდგომი დარიგებები ძალიან ნაცნობია თანამედროვეობისთვის და განმარტებასაც არ თხოულობენ. მაგალითად „ლუდით მთვრალი არავის განსჯი“. ასევე „მკის დროს, ყველაზე ძვირფას დროს, შეაგროვე როგორც მონა ქალმა და ჭამე როგორც დედოფალმა. ასეა ჩემო შვილო უნდა შეაგროვო როგორც მონა გოგონამ, რომ ჭამო როგორც დედოფალმა.“

მათ შორის შევხდებით ისეთ დარიგებებს, როგორიცაა  „არ დაიქირავო მეძავი: მისი ენა საშიშია“. „პატივისცემით მოეპყარი დედას. უფროსი ძმაც ასევე მამასავით უნდა იყოს და უფროსი და როგორც დედა, ორივეს მიმართ მორჩილი უნდა იყო.“