მნიშვნელოვანი სიახლეები
შვეიცარიაში ნაპოვნი რომაული პერიოდის თავსატეხი

შვეიცარიაში ნაპოვნი რომაული პერიოდის თავსატეხი

არქეოლოგთა გუნდმა უჩვეულო თავსატეხი აღმოაჩინა შვეიცარიაში, ქალაქ ვინდიში. ესაა რომაული ეპოქის თიხის დიდი ქოთანი, რომელიც სავსე იყო 22 ზეთის ლამპით, ხოლო თითოეულ მათგანზე ბრინჯაოს მონეტა იყო. შვეიცარიის არქეოლოგიის დეპარტამენტის მიხედვით, ქოთანი ქალაქის ქუჩის ქვეშ იპოვეს მაშინ, როცა ადგილობრივი არქეოლოგები სახელმწიფო დავალებით მიდამოს სწავლობდნენ, რადგან სამომავლოდ იქ სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო.

რომაელებმა შვეიცარია დაახლოებით 2000 წლის წინ მოინახულეს

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქოთანი დახლოებით 2000 წლის წინ დაიმარხა, რის მიხედვით ის ემთხვევა იმ დროს, როცა დღევანდელ ვინდიშთან ახლოს მდებარეობდა ვინდონისას რომაული ლეგიონის ბანაკი. ისტორიკოსთა უმრავლესობის აზრით ვინდონისა დაახლოებით ახ.წ.ა. მე-15 წელს დაარსდდა. ახ.წ.ა. 44 ან 45 წლამდე ამ ბანაკშიმ ე-13 ლეგიონი „გემინა“ მსახურობდა. ისტორიკოსთა ჩანაწერების მიხედვით ეს იყო რომის საიმპერატორო არმია და ასევე ის ლეგიონი, რომელიც კეისრისთვის გალებთან ბრძოლისას და სამოქალაქო  ომისას ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ძალას წარმოადგენდა. ამ ლეგიონთან ერთად იულიუს კეისარმა ძვ.წ.ა. 49 წლის 10 იანვარს რუბიკონი გადალახა და რაც ყველაზე მთავარია ეს ლეგიონი ახ.წ.ა მე-5 საუკუნემდე გვხდება. 21-ე ლეგიონის მოსვლით, ბანაკი ქვის გალავნით გამაგრდა. მას შემდეგ რაც ახ.წ.ა. 69 წელს 21-ე ლეგიონმა ადგილობრივები გაძარცვეს, ის მე-11 ლეგიონით ჩანაცვლდა, რომელიც ახ.წ.ა. 101 წლამდე დარჩა. ამის შემდგომ ვინდონისა ქალაქურ დასახლებას წარმოადგენდა, რომელსაც მე-4 საუკუნიდან თავისი ციხეც ჰქონდა.

უჩვეულო და საიდუმლოებით სავსე აღმოჩენა

არქეოლოგიური გათხრებით ამ არეალში დიდი შენობის საძირკვლის იპოვეს, რაც  მიანიშნებდა რომაული ეპოქის დასახლების არსებობას. თუმცა, ეს ახალი აღმოჩენა მკვლევართათვის უფრო დამაინტრიგებელი აღმოჩნდა. თიხის ქოთნები გავრცელებული საშუალება იყო საჭმლის მოსამზადებლად, მაგრამ 22 ზეთის ლამპა ბრინჯაოს მონეტებით უჩვეულო აღმოჩნდა. არქეოლოგი ჯორჯ მათერი აღმოჩენის გრძნობას ამგვარად აღწერს, „რამაც ყველაზე მეტად გაგვაოცა და დაგვაბნია იყო ლამპებისა და მონეტების კომბინაცია.“ თითოეული ლამპა არის გამოსახულებით, როგორიცაა ქალღმერთი ლუნა, გლადიატორი, ლომი, ფარშევანგი და ეროტიკული სცენები. ბრინჯაოს მონეტები მაღალი ფასის არ იყო ახ.წ.ა. 66-67 წლისთვის, მაგრამ როგორც ჩანს მათ სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონოდა.

სამომავლო კვლევამ შესაძოა მეტი გამოავლინოს

ქილაში ასევე შედის დამწვარი ცხოველის ძვლების ფრანგმენტები. მათერმა არ იცის რა მიზნით გამოიყენებოდა ქილა, მაგრამ ვარაუდობს, რომ შესაძლოა რაიმე დამკრძალავი რიტუალის ნაწილი ყოფილიყო. თუმცა, აქამდე ასეთი უჩვეულო რამ არასდროს უპოვიათ. „ამ ყველაფრის მიზანი გაურკვეველია და ნამდვილ თავსატეხს წარმოადგენს,“ თქვა მათერმა, და იმედოვნებს, რომ სამომავლო აღმოჩენები უფრო მეტის გარკვევაში დაეხმარებათ.