მნიშვნელოვანი სიახლეები
შვეიცარიელმა მეცნიერებმა უჩვეულოდ მაღალი ფარაონი "იპოვნეს"

შვეიცარიელმა მეცნიერებმა უჩვეულოდ მაღალი ფარაონი "იპოვნეს"

ციურიჰის შვეიცარიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფარაონს მიაკვლიეს, რომელიც თავისი დროისათვის ძალიან მაღალ ადამიანად ითვლებოდა.

ფარაონის სხეული 1901 წელს ბეტ-ჰალაფას სამარხში აღმოაჩინეს. ფარაონ სანახტას მუმიის მიხედვით, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2648—2630 ანდა  2686—2668 წლებში მეფობდა, მკვლევარებმა მისი ნამდვილი სიმაღლე დაადგინეს - 1 მეტრი და 98 სანტიმეტრი. იმ დროის ეგვიპტელთა საშუალო სიმაღლე 170 სანტიმეტრს შეადგენდა.

  მეცნიერებს ამგვარი დიდი სიმაღლის მიზეზად გიგანტიზმით დაავადება მიაჩნიათ. ამ დროს ჰიპოფიზის სიმსივნის გამო ზრდის ჰორმონი აქტიურად გამომუშავდება. აქამდე ეგვიპტის ფარაონებს შორის ყველაზე მაღალ მმართველად რამზეს II ითვლებოდა, რომლის სიმაღლეც 175 სანტიმეტრს შეადგენდა.