მნიშვნელოვანი სიახლეები
შვეიცარულ პატარა სალოცავში საშინელი რამ აღმოაჩინეს

შვეიცარულ პატარა სალოცავში საშინელი რამ აღმოაჩინეს

შვეიცარიის პატარა ქალაქი ლეიკე მდინარე რონას ხეობაში მდებარეობს. იგი აქამდე თავისი საკურორტო ადგილებით იყო ცნობილი. ახლა კი მან სახელი ძველ რომანულ ეკლესიაში აღმოჩენილი საიდუმლო სათავსით გაითქვა.

ეკლესია ქალაქში ჯერ კიდევ ადრეული ქრისტიანობის პერიოდში, VI  საუკუნეში აიგო. ადრე აქ უძველესი რომაული ნაგებობა მდგარა. ეკლესია რამდენჯერმე გადააკეთეს და საბოლოო სახე მან 1494 წელს მიიღო.

ახლახანს ჩატარებული რესტავრაციისას ეკლესიის იატაკი აყარეს. იატაკის ქვეშ საიდუმლო სათავსი აღმოჩნდა, რომელიც ადამიანის თავის ქალებით იყო სავსე. სხვადასხვა პერიოდის ადამიანის ნაშთების ქვეშ არქეოლოგებმა 13-16 საუკუნით დათარიღებული 26 უნიკალური ქანდაკებაც აღმოაჩინეს.

 აღმოჩენილ ქანდაკებებს შორის ულამაზესი „პიეტაც“ (ღვისმშობელ მარიამის მიერ ქრისტეს დატირება) და გასაოცარი ფრესკა „სიკვდილის ცეკვა“ აღმოჩნდა. ფრესკაზე წარწერაც იყო: თქვენი ხართ ვინც ჩვენ ვიყავით. და თქვენ ის იქნებით რაც ახლა ჩვენ ვართ“.

ნეშთებიან სათავსს შუა საუკუნეებში საძვალეს უწოდებდნენ. მათ ეპიდემიის, ომის ანდა მასობრივი შიმშილის შემდეგ ხშირად  ტაძრებთან აწყობდნენ. მაგრამ არავინ იცის შვეიცარიის პატარა ქალაქში საძვალე რატომ იყო საიდუმლოდ ქცეული და ან რატომ იყო ასე ლამაზად მორთული.

ზოგიერთ თავის ქალას ძალადობის და დაჭრის კვალი ეტყობა. მეცნიერების აზრით ეს შეიძლება 1796 წლის ბრძოლების შედეგად დაღუპულები იყვნენ. აღმოჩენამ ამ პატარა ქალაქის მიმართ ისტორიკოსების ინტერესი გააღვიძა - მათ შუა საუკუნეების შენობების კვლევა დაიწყეს.