მნიშვნელოვანი სიახლეები
სიბრძნის სახლი: მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა

სიბრძნის სახლი: მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა

ისლამის ოქროს ხანისას, დაახლოებით მე-8 საუკუნეში, ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის მმართველობის დროს (ახ.წ.ა. 786-809 წლები) ბაღდადში აშენდა მსოფლიოში უდიდეს ბიბლიოთეკად აღიარებული ბაიათ ალ-ჰიკმაჰი (რაც ნიშნავს „სიბრძნის სახლი“). ამ ცენტრმა ალ-რაშიდის ვაჟის ალ-მამუნის მმართველობისასაც გააგრძელა არსებობა, რომელიც ხანდახან სიბრძნის სახლის ნამდვილ დამაარსებელადაც ითვლება.

ეს გაუგებრობა ორ დამაარსებელზე შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას. ალ-რაშიდის დროს თავი მოუყარეს წიგნებს, რომელიც ხალიფას მამისა და ბაბუის მიერ იყვნენ შეგროვილი. საბოლოოდ ხელნაწერები იმდენი დაგროვდა, რომ ალ-მამუნმა მისთვის ააშენა შენობა, რომელიც აკადემიად იქცა და შეერქვა სიბრძნის სახლი. ის შუა საუკუნეების ისტორიაში მეცნიერული შრომების ყველაზე დიდი კოლექცია იყო.

სიბრძნის სახლი თავდაპირველად აშენდა იმისათვის, რომ მთარგმნელებს ემუშავათ და შეენარჩუნებინათ ნაშრომები მედიცინაზე, მეცნიერებასა და ასტრონომიაზე. ხალიფა ალ-რაშიდს და ალ-მამუნს თავად ჰქონდათ დიდი ინტერესი მეცნიერების მიმართ. ბიბლიოთეკა კარგად იყო ორგანიზებული, ჰქონდა რა ცალკე ოთახები ასლებისთვის და ნაშრომები სხვადასხვა დარგზე ცალ-ცალკე იყო გადანაწილებული.

სიმდიდრის ცენტრი

თავის რეგიონში ბაღდადი იყო ცოდნის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ფილოსოფიის ცენტრი. ის არა მარტო სიბრძნის, არამედ მატერიალური სიმდიდრის ცენტრიც იყო. ისლამური კანონებით იკრიბებოდა შეწირულობა მსგავსი განათლების ინსტიტუტებისთვის.

შრომები და მეცნიერები

სხვადასხვა სახის სპეციალისტები მუშაობდნენ სიბრძნის სახლში: მთარგმნელები, მეცნიერები, გადამწერები, ავტორები, მკვლევარები სხვადასხვა დარგში და მწერლები. განათლებულ ხალხს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იწვევდნენ. მრავალ ენაზე საუბრობდნენ მის შენობაში. ამ ენებში შედიოდა არაბული, ფარსი, არამული, ებრაული, სირიული, ბერძნული და ლათინური.

ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სწორედ აქ,  ჩინეთიდან ახალი საწერი საშუალება - ქაღალდი შემოვიდა. ის ბევრად უფრო მარტივი და იაფი მატერიალი იყო შედარებით პერგამენტისგან, რომელიც ცხოველის ტყავისგან მზადდებოდა და ძალიან ძვირი ჯდებოდა.

ალ-მამუნი, მეცნიერი და მფარველი

ალ-მამუნი თავადაც იყო მკვლევარი და სურდა სიბრძნის სახლი მსოფლიოს ცოდნის ცენტრად ექცია. ის გაწაფული იყო მედიცინაში, ფილოსოფიასა და ასტროლოგიაში. ხალიფა ხშირად ნახულობდა სიბრძნის სახლის მკვლევარებს და მათთან ერთად განიხილავდა შრომებს.

ხშირად ალ-მამუნი გარკვეულ მკვლევარებს ავალებდა რაიმე შრომის თარგმნას. მაგალითად მისი ბრძანებით ცნობილმა მკვლევარმა ალ-კინდიმ, რომელიც სახელგანთქმული იყო, როგორც ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, გეომეტრი და ასტრონომერი, თარგმნა არისტოტელეს შრომები.

ზოგი წერილობითი წყაროს მიხედვით ალ-კინდიმ არაბულად თარგმნა არისტოტელეს ნაწერები, რაშიც ალ-მამუნი დაპირდა, რომ მისივე ნათარგმნი წიგნის წონის ოქროს მისცემდა. მრავალი შრომები დაიკარგებოდა დღევანდელი მსოფლიოსთვის, რომ არა სიბრძნის სახლი.

სუბჰი ალ-აზივის სიტყვების მიხედვით, „როცა ალ-მამუნმა გაიგო სიცილიის ბიბლიოთეკის მშვენიერებაზე, სიცილიის მეფეს წერილი მისწერა, სადაც სთხოვდა მისი ბიბლიოთეკის წიგნების მთელი სია გამოეგზავნა მისთვის (რაშიც მრავალი ბერძნული წიგნი შედიოდა). მეფემ ეპისკოპოსთა რჩევით მრავალი წიგნი სიცილიის ბიბლიოთეკიდან ხალიფას გაუგზავნა.“

ცოდნის ცენტრის დასასრული

სამწუხაროდ ბაით ალ-ჰიკმაჰი ცუდ ხელში მოხვდა და ბნელ მომავალს შეხვდა. ახ.წ.ა. 1258 წელს ინსტიტუტი მთლიანად გაანადგურეს მონღოლებმა. მათ სასტიკად მოკლეს ხალიფას მთელი სასახლის მოხელეები და მთელი მისი ოჯახი.

თავად ხალიფა ცოცხალი დატოვეს, რათა ეყურებიდა მისთვის ყველა ძვირფასი ადამიანის სიკვდილი და განადგურება. მათ მკვლევარები მოკლეს და წიგნები მდინარე ტიგროსში გადაყარეს. გადმოცემის თანახმად წიგნების მელნისგან მთელი მდინარე რამოდენიმე დღის მანძილზე შავ და წითელ ფერებში იყო.