მნიშვნელოვანი სიახლეები
სიკვდილი და აღდგომა: ეგვიპტურ თიხის ჭურჭლის დამარხვაზე ახალი ინფორმაცია გაჩნდა

სიკვდილი და აღდგომა: ეგვიპტურ თიხის ჭურჭლის დამარხვაზე ახალი ინფორმაცია გაჩნდა

უძველესი ეგვიპტური დამარხვის წესებში, მარტოოდენ მუმიები არ შედიოდა. ახალი ინფორმაცია გაჩდა თიხის ჭურჭელში დამარხვის შესახებ, რომელიც ადრე მიაჩნდათ, რომ მხოლოდ უპატრონო ბავშვებისთვის გამოიყენებოდა. როგორც ჩანს მოქალაქეთა გარკვეული სოციო-ეკონომიკური კლასი  მსგავსად იმარხებოდა, გინდ ისინი მდიდრები ყოფილიყვნენ. შესაძლოა ეგვიპტური რწმენა სიკვდილსა და შემდგომ ცხოვრებაზე ყოფილიყო ამის მიზეზი.

ეს ჩვეულება მარტოოდენ ღარიბი ბავშვებისთვის არ იყო

მრავალი უძველესი ერი - მათ შორის ეგვიპტელებიც - გარდაცვლილებს კერამიკულ ჭურჭლებსა და ურნებში მარხავდნენ. არქეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ისინი უმეტესწილად ღარიბი ხალხისთვის გამოიყენებოდა, რომელთა დიდი ნაწილი აქამდე უპატრონო ბავშვები მიაჩნდათ. თუმცა ბიოარქეოლოგმა რონიკა ფოვერმა და ეგვიპტოლოგმა იან ტრისტანმა ახალი ინფორმაცია მოიპოვეს ამ საკითხთან დაკავშირებით.

მათ გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც მდირარე ნილოსთან 46 ადგილას აღმოჩენილ სამარხის თიხის ჭურჭლებს შეეხება (რომლებიც თარიღდებიან ძვ.წ.ა. 3300 და 1650 წლებს შორის). მათ აღმოაჩინეს, რომ ნახევარში მაინც ზრდასრული ადამიანი გახლდათ დაკრძალული და ის სულაც არ გამოიყენებოდა უმეტესწილად ბავშვებისთვის, როგორც აქამდე ეგონათ.

746 ბავშვი და ფეტუსი რაიმე სახის დასამარხ კონტეინტერში იყო დაკრძალული, 338 კი ხის კუბოში, ხოლო 329 კი თიხის ჭურჭელში. ზოგი ბავშვი კალათებში იყო დამარხული.

ასევე სოციო ეკონომიკური ფაქტორიც არ ყოფილა გამსაზღვრელი, როგორც ეს აქამდე მიაჩნდათ. მაგალითად იპოვეს თიხის ჭურჭელი, რომელშიც დაკრძალულს ჩაყოლილი ჰქონდა მოოქროვილი მძივები და სავარაუდოდ მდიდარი ადამიანი იყო. მათ ოქროს ნივთების გარდა იპოვეს სპილოს ძვალი, ტანსაცმლის კვალი და სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭები.

ამგვარად ეგვიპტოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დამარხვის მსგავსი წესი უფრო გარდაცვლილის თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობების გახლდათ. მეცნიერები ვარაუდობებ, რომ თიხის ჭურჭლის ფორმა ერთგვარად განასახიერებდა საშოს, საიდანაც სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეში ახალი დაბადება მოჰყვებოდა.