მნიშვნელოვანი სიახლეები
სისხლის კიბო (ლეიკემია) სულ ცოტა 7 000 წლისაა

სისხლის კიბო (ლეიკემია) სულ ცოტა 7 000 წლისაა

გერმანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს რა ქალის ჩონჩხი, რომელიც შვიდი ათასი წლის წინათ, ნეოლითის ხანაში ცხოვრებოდა, სისხლის კიბოს დაავადება აღმოუჩინეს. ეს სადღეისოდ ლეიკემიის არსებობის უძველესი მტკიცებულებაა.

მეცნიერებმა პალეოანთროპოლოგის ჰაიკე შერფის (Heike Scherf) ხელმძღვანელობით, ტიუბინგენის უნივერსიტეტთან არსებული, ზენკენბერგის ადამიანის ევოლუციისა და პალეოეკოლოგიის ცენტრისდან, ყურადღება მიაქციეს ქალის ჩონჩხს სახელად "ინდივიდი G61" რომელიც გერმანიის სამხრეთით შტუტჰარტ-მიულჰაუზენის სამარხში აღმოაჩინეს. სიკვდილის დროისათვის ადამიანის ასაკი 30-40 წელს აღწევდა. მეცნიერებმა ჩონჩხის რამდენიმე ძვალი კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით შეისწავლეს და ძვლების შიგნით უჩვეულოდ მყიფე ქსოვილები შეამჩნიეს - ე.წ. ღრუბელისმაგვარი ძვალი. კვლევის ავტორების აზრით ეს ლეიკემიაზე მიუთითებს.

მოზრდილ ადამიანებს მხრის და მკერდის ძვლების ბოლოები, ასევე ხერხემალი, ნეკნები, თავის ქალა, გავის ძვლები და ბარძაყის ძვლების ბოლოები შეიცავენ ლულოვან უჯრედებს, რომლებიც სისხლს წარმოქმნიან. სწორედ ამ ადგილებში იჩენს თავს სისხლის კიბო.

მეცნიერებმა ქალის ჩონჩხის მხრის ძვალი შეადარეს იმავე სამარხში აღმოჩენილი 11 ჩონჩხის ძვლებს. ისინი 1982-93 წლებში აღმოაჩინეს. არც ერთი მათგანს არ აღენიშნებოდა მსგავსი დაავადების კვალი.  სხვა დაავადებები, რომლებიც ჩონჩხში მსგავს ცვლილებებს იწვევენ გამორიცხეს. ოსტეოპოროზი ამ ასაკში არ წარმოიქმნება. ჰიპერპარატირეოზი ვლინდება თავის ქალას და თითების ძვლებში, მაგრამ იქ მისი კვალი არ აღმოჩნდა.

 მეცნიერებმა მართალია ლეიკემიის უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს, მაგრამ ეს იყო თუ არა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ამის მტკიცება ჯერჯერობით შეუძლებელია.