მნიშვნელოვანი სიახლეები
სკოტლანდიაში უძველესი სიმაგრის  კვალს პიკტოგრამების  მეშვეობით მიაგნეს

სკოტლანდიაში უძველესი სიმაგრის კვალს პიკტოგრამების მეშვეობით მიაგნეს

სკოტლანდიელმა არქეოლოგებმა პიკტოგრამების მეშვეობით გოლოუეიში უძველესი სიმაგრის კვალს მიაგნეს. იგი ჩვენი წელთ აღრიცხვით დაახლოებით 600 წელს იქნა აგებული.

ნახატი-პიკტოგრამების შესწავლა Galloway Picts Project-ის ფარგლებში ხდებოდა. ამ პროექტის მსვლელობისას უძველესი ხალხის, პიქტების ნახატების შესწავლა ხდებოდა. ერთ-ერთი ადგილი, სადაც მსგავსი ნახატები აღმოჩნდა სწორედ გალოუეი იყო.

კერძო კომპანია GUARD Archaeology-ს არქეოლოგებმა სიმაგრის ნაშთებს მიაკვლიეს, რომელიც რეგედის სამეფოს ცენტრი იყო. კვლევებმა აჩვენა, რომ  მისი მცხოვრებლები სოფლის მეურნეობას თავად  არ აწარმოებდნენ.

  საკვებს და ყველა საჭირო საგნებს ისინი ახლო სოფლების მცხოვრებლებისგან იღებდნენ. მათ ასევე ეკუთვნოდათ  წილი  სამხედრო  ნადავლიდან  და საჩუქრებიდან.

დოკუმენტურად  ჯერჯერობით  მხოლოდ  ის  მტკიცდება, რომ  ადრე შუა საუკუნეების სკოტლანდიური სამეფოები ერთმანეთთან საინფორმაციო  გაცვლას აწარმოებდნენ. მეცნიერთა თქმით პიკტოგრამები კულტურულ კავშირებზე მიგვითითებენ, რომლებიც შუა საუკუნეების სკოტლანდიის სამეფო ხელისუფლების ინსტიტუტს განეკუთვნებიან.