მნიშვნელოვანი სიახლეები
სპარსული როზეტას ქვა (+ვიდეო)

სპარსული როზეტას ქვა (+ვიდეო)

სახელგანთქმული ბეჰისთუნის წარწერა ასიროლოგიის დარგში იგივე მნიშვნელობისაა, რაც როზეტას ქვა ეგვიპტოლოგიაში. ის ამოკვეთილია ბეჰისთუნის მთის კლდეზე. წარწერა სამ ენაზე არის შესწულებული და თან გრძელი ლამაზი რელიეფი ამშვენებს. გარდა იმისა, რომ მისი მეშვეობით შეძლეს ლურსმული წარწერების გაშიფრვა, კლდის წარწერა ასევე არის ერთადერთი ცნობილი დოკუმენტი, რომელიც აქემენიდური მმართველობისას სპეციალურად ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად შეიქმნა.

ბეჰისთუნის წარწერა მდებარეობს ნეჰისთჰუნის მთაზე, დაახლოებით 60 მ-ის სიმაღლეზე, ირანის დასავლეთ პროვინცია ქირმანშაჰში. წარწერა დაახლოებით 15 მ-ის სიმაღლისაა და 25 მ-ის სიგანის. ის შეიქმნა აქემენიდი მეფე დარიუს პირველის დავალებით ძვ.წ.ა 521 წელს. წარწერა შეიძლება ოთხ ნაწილად დაიყოს. პირველია გრძელი რელიეფია, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ფიგურები. უმეტესად თავად დარიუსი გვხდება თავისი კვერთხით, როგორც მბრძანებელი.

ერთ-ერთ რელიეფზე დარიუსს უცნობი ადამიანის მკერდზე ფეხი ადევს. ზოგადად ის გაუმატად მიიჩნევა, რომელსაც აქემენიდურ ტახტზე ჰქონდა პრეტენზია. ასევე გვხდება ცხრა აჯანყებულის მეფის გამოსახულება, რომელიც დარიუსმა დაამარცხა. ამ ყველაფრის თავზე კი წარმოდგენილი არის უმაღლესი აჰურა მაზდა.

დანარჩენი სამი ნაწილი არის წარწერები. ტექსტები ლურსმლურადაა დაწერილი და ერთი და იგივე ისტორიას გვიყვება. თუმცა ისინი სამ სხვადასხვა ენაზეა შესრულებული. ერთი მათგანი ძველ სპარსულადაა, მეორე ელამიტურად და მესამე აქადურად. აღსანიშნავია, რომ ბეჰისთუნის წარწერის არამეული ვერსია ეგვიპტურ პაპირუსებს შორისაც იპოვეს.

ბეჰისთუნის წარწერის დასაწყისში დარიუსი თავის თავს წარმოადგენს. მეფე ჰყვება თავის გენიალოგიაზე, სავარაუდოდ ამით ის აქემენიდთა ტახტზე თავისი უფლებებს წარმოაჩენდა. ასევე დარიუსი ასახელებს ქვეყნებს, რომელიც მისი მმართველობის ქვეშაა, რისთვისაც აჰურა მაზდას უმადლის.

შესავლის შემდგომ დარიუსი აქემენიდური ტახტზე მომხდარი მოვლენების თავისებურ ვერსიას წარმოადგენს. მისმა მეტოქე გაუმატამ ტექსტის მიხედვით კამბისეს ძალაუფლება უკანონოდ მიისაკუთრა და მეფე გახდა. მაგრამ დარიუსმა დაამარცხა და ტახტზე ავიდა. შემდგომ საუბარია აჯანყენებზე, რომელიც დარიუსის მმართველობისას მოხდა. ამ აჯანყებაში ცხრა მეფე მონაწილეობდა. აქ ტექსტი ხაზს უსვამს მეფის სამხედრო ძლიერებას.

ბეჰისთუნის წარწერა რამოდენიმე უძველეს ავტორთან მოიხსენიება. მაგალითად ბერძენ ექიმისა და ისტორიკოსი სტესიასთან. მისი ხსენება შუა საუკუნეებშიც გაგრძელდა. ადგილობრივები მას ბოლო სასანიდ მეფე ხოსრო მეორეს უკავშირებდნენ.

მისი გაშიფრვა მე-19 საუკუნეში მოხდა და ასირილოგიაში დიდი მნიშვნელობა შეიძინა.