მნიშვნელოვანი სიახლეები
სპექტროზონალურმა ფოტოგადაღებამ უხილავი ძველებრაული ჩანაწერის წაკითხვის საშუალება მოგვცა

სპექტროზონალურმა ფოტოგადაღებამ უხილავი ძველებრაული ჩანაწერის წაკითხვის საშუალება მოგვცა

სპექტროზონალური ფოტოგრაფიის მეშვეობით ისრაელის მეცნიერებმა თიხის ფირფიტებზე მელნით დაწერილი უძველესი ჩანაწერები წაიკითხეს. ორნახევარი ათასი წლის წინათ უცნობმა მწერალმა ციხე-სიმაგრის ინდენტანტს წერილი მისწერა: „თუკი გაქვთ რაიმე ღვინო - გამოგვიგზავნეთ“.

ომის მოყვარული ნაბუქოდონოსორის მიერ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 586 წელს განადგურებულ იუდეის სამეფოში მრავალი წერილობითი ძეგლი შეიქმნა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ჩანაწერებს პაპირუსზე აკეთებდნენ და ამიტომაც ისინი ჩვენს დრომდე ნაკლებად შემორჩა - რბილი მასალა ტენისგან იშლებოდა. ამგვარი ტექსტების დიდი ნაწილი ჩვენამდე თიხის ფირფიტების სახით შემორჩა. ამ მასალას ანდობდნენ ადმინისტრაციულ და სამეურნეო ჩანაწერებს - სახელობით სიებს, ჯარების გადაადგილებების  ბრძანებებს, ქონების აღწერას და სხვა.

მართალია თიხა პაპირუსზე უკეთ ინახება, მაგრამ მელნით თიხაზე დაწერილი ტექსტებიც ხანგძლივად არ ინახებოდა: საკმარისი იყო არქეოლოგს ეპოვნა მსგავსი თიხის ფირფიტა და შეენახა რამდენიმე ათეული წელი, რომ ტექსტი ქრებოდა. ამიტომაც ისტორიკოსებისათვის მნიშვნელოვანი  იყო ტექსტები სწრაფად წაეკითხათ ანდა გახუნებული ტექსტების წაკითხვის მეთოდი გამოეგონათ.

საბედნიეროდ თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანის თვალისათვის უხილავის დანახვის საშუალებას იძლევა. მულტისპექტრალურმა  (სპექტროზონალური) ფოტოგადაღებამ თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგების, მათემატიკოსების და ფიზიკოსების ჯგუფს საშუალება მისცა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 600 წელს  დაწერილი ტექსტი წაეკითხა. როგორც აღმოჩნდა უძველესი ჩანაწერები ყველაზე კარგად 500-950 ნანომეტრის დიაპაზონში ჩანს, ანუ ხილული მწვანე ფერიდან მიკროტალღოვანი გამოსხივების ქვედა ზღვრამდე.

 უძველესი არადის სიმაგრიდან მოწერილი ტექსტების უმრავლესობა სურსათის მიწოდებას ეხება - ღვინის, ზეთის და ფქვილის. თითქმის ყველა ბრძანება, რომელიც სურსათს ეხება, ერთი პიროვნების - სიმაგრის ინტენდანტის სახელად ელიაშივის მისამართითაა ნაწერი

ოსტრაკი #16, რომელიც მკვლევართა შესწავლის მთავარი ობიექტი გახდა არადის სიმაგრეში თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ აღმოაჩინეს. ფრონტალურ მხარეზე წარწერა თავის დროზე წაიკითხეს და ჩვეულებრივი კამერით ფოტოც გადაუღეს. მაგრამ ვიწრო დიაპაზონში გადაღებულ ფოტოებზე უკანა მხარეზე რამდენიმე სტრიქონი კიდევ გამოჩნდა. ასევე ფრონტალურ მხარეზეც სამი, მანამდე შეუნიშნავი წარწერა იყო.

 თიხის ფირფიტების წარწერები ისტორიკოსებს იუდეის სამეფოს არსებობის უკანასკნელ დღეებზე წარმოდგენას გვიქმნის. ლინგვისტებს კი სემიტური ჯგუფის უძველესი ენების გრამატიკის გაგებას უადვილებს.