მნიშვნელოვანი სიახლეები
სტოუნჰენჯის მახლობლად 5600 წლის ტაძარს მიაკვლიეს

სტოუნჰენჯის მახლობლად 5600 წლის ტაძარს მიაკვლიეს

სტოუნჰენჯის ქვის სვეტების შექმნამდე 1000 წლით ადრე იქვე მახლობლად სატაძრო კომპლექსი არსებობდა. ამ აღმოჩენამ  უძველესი ქვის ნაგებობის გარშემო ლანდშაფტის განვითარებაზე მეცნიერების წარმოდგენა შეიძლება შეცვალოს.

როგორც იუწყებიან კომპლექსი დიამეტრში 200 მეტრია და ახალი ქვის ხანის ყველაზე ადრეულ ობიექტს წარმოადგენს, რომელიც კი ინგლისში ბოლო 100 წლის მანძილზე აღმოუჩენიათ. იგი სტოუნჰენჯიდან 2,5 კილომეტრითაა დაშორებული და მას ოდესღაც 950 მეტრის მესერი ჰქონდა შემოვლებული. მესერი კონცენტრირებული წრეებს წარმოადგენდა. ჯერჯერობით არქეოლოგებმა გარეთა თხრილის მხოლოდ 100 მეტრი გამოიკვლიეს (კომპლექსის 17%). ჯერ კიდევ უცნობია თუ რამდენად კარგად არის შემონახული ძეგლის დანარჩენი  ნაწილი. ეს აღმოჩენა იმაზე მიგვანიშნებს, რომ სტოუნჰენჯამდე ასობით წლების წინ რაიონი დასახლებული და რელიგიურად აქტიური  იყო.

 ე.წ. კაშხალის ტიპის ღობურები, რომელთაც კედლების ქვეშ არხები გააჩნდათ წინარეისტორიული ხანის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ობიექტებია. ინგლისში 70-მდე ამგვარი ნაგებობაა აღმოჩენილი. დანარჩენი ევროპაში, კერძოდ გერმანიასა და დანიაშია აღმოჩენილი. მათი ზუსტი დანიშნულება უცნობია, მაგრამ უკვე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ მათ რელიგიური და სარიტუალო დანიშნულება ჰქონდათ.

 მსხვერპლთშეწირვა და სხვა რელიგიური რიტუალები  მდიდრული ქეიფით გრძელდებოდა. კომპექსის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ღრმა ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომლებიც ექვს ლიტრამდე სასმელს იტევდა. ნაპოვნი კერამიკა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაშთები შემდგომი კვლევისათვის ექსპერტიზაზე გაიგზავნა. როგორც არქეოლოგებმა დააზუსტეს ერთ-ერთ არხში აღმოჩენილი თიხის ჯამები დიდი ხნის წინათ განგებ დაამტვრიეს. სავარაუდოთ ეს რელიგიური რიტუალის ნაწილი იყო.