მნიშვნელოვანი სიახლეები
სუდანში გათხარეს შუა საუკუნეების მონასტერი უცნაური სასაფლაოთი

სუდანში გათხარეს შუა საუკუნეების მონასტერი უცნაური სასაფლაოთი

არქეოლოგებმა სუდანში ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შუა საუკუნეების ქრისტიანულ მოსანტერის ნანგრევებთან ოთხი დიდი სასაფლაო აღმოაჩინეს. ჯერჯერობით 123-მდე ადამიანის ნეშტი ამოთხარეს. არქეოლოგებმა გათხრების შემდგომი  კვლევისას უკვე იპოვეს უჩვეულო თავსატეხები.

ბერებით სავსე სასაფლაო

ოთხი სასაფლაო და 123 ადამიანის ნეშტი იპოვეს ორ წლიანი გათხრების შედეგად და ისინი მდინარე ნილოსთან ალ-ღაზალის მონასტერთან მდებარეობდნენ. ეს ბიზანტიური მონასტერი 2014 წელს პოლონელმა არქეოლოგებმა იპოვეს.

გარდაცვლილთა უმეტესობა მამაკაცია. რაც მიანიშნებს, რომ ძირითადად მონასტერში მცხოვრები ბერები იმარხებოდნენ.

უჩვეულოდ დამარხული ადამიანები

აღმოჩენილთა შორისაა კარგად შემონახული სუდარები, რომლებიც თავის ქალებზე იყო გადაფარებული. საფლავის ქვებზე კი ბერძნულად და კოპტურად შესრულებული ლოცვები იპოვეს.

თუმცა, ზოგი გარდაცვლილის ჩონჩხები უჩვეულო აღმოჩნდა. მათზე შეიმჩნეოდა დანით მიყენებული ჭრილობები, რაც მიანიშნებდა, რომ მათ ხორცი აათალეს სანამ ცოცხალი ან ახლადგარდაცვლილნი იყვნენ. ზოგი ჩონჩხი კი უჩვეულო პოზებში ესვენენ, რაც მიანიშნებს, რომ მათი დამარხვა არაორგანიზებულად მოხდა. თუმცა, მათი საფლავის ორმოები კარგად იყო ამოთხრილი. შესაძლოა მონასტერს საკმაოდ მძიმე პირობებში უწევდა არსებობა.