მნიშვნელოვანი სიახლეები
ტამპლიერი რაინდები, კამინო დე სანტიაგო და ჟაკ დე მოლეს დაკარგული ხმალი

ტამპლიერი რაინდები, კამინო დე სანტიაგო და ჟაკ დე მოლეს დაკარგული ხმალი

მრავალ პილიგრიმს გაუვლია საფრანგეთიდან კამინო დე სანტიაგოს გზებზე ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელასკენ მისასვლელად, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იმავე გზაზე მიდიოდა ერთ დროს ტამპლიერთა ორდენის ბოლო დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლე, რომელიც გზაში გარდაიცვალა.

მონუმენტური ციხის ისტორია

პონფერადა კასტილო დე ლოს ტემპლიეროს ანუ ტამპლიერთა ციხის სახელითაა ცნობილი, იგი გასაოცარი ზომებისაა. მას 16000 კვადრატული მეტრის ფართობი უკავია.  მისი ნახვისას შეიძლება გაიგოთ მრავალი გასაოცარი რამ ესპანეთის შუა საუკუნეების ისტორიის შესახებ.

ეს მიდამო რომაული პერიოდიდან სამხედრო სიმაგრეს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში ამ ადგილას ვენახები ჰყვაოდა. ციხე 1178 წელს აშენდა ფერდინანდ II-ის მიერ, რათა კამინო დე სანტიაგოს გზაზე მიმავალი პილიგრიმები დაეცვა. ციხე ტამპლიერ რაინდებს ეკუთვნოდა. 1311 წელს, როცა ორდენი დაიშალა, მისი კონფისკაცია მოხდა, 1340 წელს ის ლემოსის ჰერცოგის საკუთრება გახდა. 146 წლის შემდეგ ესპანეთის მეფემ ციხე სამეფო ტახტის საკუთრებად გამოაცხადა.

მართალია ციხეს თავდაცვითი ნაგებობის ელემენტები მოაშორეს, მასზე მაინც შეიძლება ძველი სიმკაგრე ამოიცნოთ. ამჟამად ციხეს რესტავრაცია უტარდება. იქ იმყოფება ტამპლიერთა ბიბლიოთეკა და სასწავლო ცენტრი. ციხის საიდუმლოებებზე მრავალი ისტორიებია შექმნილი, მაგრამ ყველაზე ცნობილი ჟაკ დე მოლეს, ტამპლიერთა ორდენის ბოლო დიდ მაგისტრს უკავშირდება.

კამინო დე სანტიაგოს ჩრდილში

ტამპლიერთა ორდენის და კამინო დე სანტიაგოს ისტორია შუა საუკუნეებში შეიქმნა. პილიგრიმთა გზა 900 წლის წიგნშია აღწერილი და დღესაც გამოიყენება. ეს მარშრუტი ევროპის კავშირმა ევროპულ ღირსშესანიშნაობებს შორის შეიტანა. ლეგენდის მიხედვით ითვლება, რომ მოციქულ იაკობ ზებედეს საფლავი სანტიაგო დე კომპოსტელაში იმყოფება. ამის გამო ის რომისა და იერუსალიმის შემდგომ პილიგრიმთათვის ყველაზე მნიშვნელოვან დანიშნულების ადგილად მიიჩნეოდა, განსაკუთრებით კათოლიკე ქრისტიანეებში. თავად დასახლება, სადაც კათედრალი მდებარეობს ერთ-ერთ უძველეს კელტურ-იბერულ დასახლებას წარმოადგენს.

მრავალი პილიგრიმი ამ გზას ადგა იმ იმედით, რომ ღვთისგან შენდგობას მიიღებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდათ. ჟაკ დე მოლეს შემთხვევაში პილიგრიმობა პოლიტიკური და რელიგიური მიზეზებით დაიწყო. კათედრალისკენ მიმავალ გზაზე ის ეწვია ციხეს, რომელიც ორდენს ეკუთვნოდა.

ისტორიის მიხედვით ჟაკ დე მოლე პონფერადას ციხეში თავშესაფრის საძიებლად წავიდა და პირობისამებრ გადაწყვიტა იქ თავისი ხმალი რელიკვიის სახით დაეტოვებინა.

დაკარგული ხმალი

ჟაკ დე მოლეს ხმალი ლეგენდარულად მიიჩნევა. მიუხედავად მრავალი ძიებისა, არავინ იცის თუ სად დაიკარგა არტეფაქტი. ადგილობრივთა ზეპირი გადმოცემით ის იქ ფრანკოს დრომდე ინახებოდა. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა. მრავალი ფიქრობს, რომ ის შუა საუკუნეების პერიოდისას დაიკარგა. არაა გამორიცხული, რომ ხმალი სადმე ციხეში იყოს დამალული და ჯერ კიდევ ელოდება აღმოჩენას.