მნიშვნელოვანი სიახლეები
ტეოტიუაკანის ქვეშ, გვირაბში ვერცხლისწყლის არსებობა, მმართველის საფლავზე მიუთითებს

ტეოტიუაკანის ქვეშ, გვირაბში ვერცხლისწყლის არსებობა, მმართველის საფლავზე მიუთითებს

არქეოლოგები აგრძელებენ გვირაბის გათხრას, რომელიც 2000 წლის წინათ იქნა გაყვანილი მფრინავი გველის პირამიდის ქვეშ მექსიკის ქალაქ ტეოტიუკანში. ამჯერად მათ იპოვნეს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი იმ ოთახის ახლოს, სადაც ეს გვირაბი მიდის.

მფრინავი გველის პირამიდა ტეოტიუაკანის სხვა ცნობილი შენობებიდან  –მთვარისა და მზის პირამიდებისგან უფრო სამხრეთით მდებარეობს. როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, „ღმერთების ქალაქის“ ეს ნაწილი, რომელიც ჩვენი წელთ აღრიცხვის I-II საუკუნეებშია აშენებული, მმართველის ერთგვარი რეზიდენციის როლი შეიძლება შეესრულებინა.

undefined

2003 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ პირამიდის ქვეშ შეიძლება გვირაბი ყოფილიყო, რომელიც ეგვიპტური სამარხების და მაიას პირამიდების გვირაბების მსგავსად ცენტრალურ სათავსში მოხვედრის  შესაძლებლობას მისცემდა, სადაც შეიძლება მმართველის განსასვენებელი ყოფილიყო. 6 წლის შემდეგ 2009 წელს, არქეოლოგებმა სერხიო გომესის (Sergio Gómez) ხელმძღვანელობით  დაიწყეს გვირაბის გათხრა. შედეგად ნაპოვნი იქნა 60 ათასმე მეტი არტეფაქტი, ძირითადათ კერამიკის ნამსხვრევები. და აი ახლა არქეოლოგები უშუალოდ ოთახის სიახლოვეს მივიდნენ. ოთახის წინ ბევრი ვერცხლისწყალი აღმოჩნდა. მეცნიერების ვარაუდით ვერცხლისწყალი მდინარის ანდა ტბის სიმბოლო შეიძლება იყოს, რომელიც მიწისქვეშა სამყაროში მდებარეობს. შეიძლება იმის მანიშნებელიც იყოს, რომ მეცნიერები მიზანთან ახლოს არიან. ეს ხომ ამ რეგიონში მმართველის პირველი აკლდამა იქნება.

როგორც გომელისი აღნიშნავს, სამარხების წინ ვერცხლისწყალი მეზოამერიკული რეგიონის სხვა კულტურის – მაიას ქალაქებშიც გვხვდება. მან ასევე  დაასახელა მიზეზი თუ ტეოტიუაკანში აქამდე რატომ არ აღმოაჩინეს არც ერთი სამეფო აკლდამა. ეს შეიძლება იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ აყვავების პერიოდში ქალაქს ერთდროულად ოთხი მმართველი ჰყავდა, ამიტომაც მათ შეიძლება მმართველის ისეთი კულტი არ ჰქონოდათ, როგორიც სხვა ხალხებში იყო. ამასთან არქეოლოგმა აღნიშნა, რომ გათხრების დასასრული ნავარაუდებია 2015 წლის ბოლოსათვის და მას სჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი აღმოჩენა ელოდებათ, მათ შორის კი მთავარი აკლდამის აღმოჩენაა.