მნიშვნელოვანი სიახლეები
თითქოს იქ იყავი: გასეირნება უძველეს რომაულ ქალაქში (+ვიდეო)

თითქოს იქ იყავი: გასეირნება უძველეს რომაულ ქალაქში (+ვიდეო)

 

ვითარდება რა ახალი ტექნოლოგიები და ერთიანდება ის არქეოლოგიური ძიებისადმი მზარდ ინტერდისციპლანურ მიდგომასთან, ჩვენ ვიღებთ შედეგად ისეთ რამეს, რაც 20 წლის უკან არქეოლოგიაში სამეცნიერო ფანტაზიად მიიჩნეოდა. ვინ იფიქრებდა, რომ მეცნიერები აღადგენდნენ საოცარი სიზუსტით უძველეს რომაულ ქალაქს მხოლოდ ნაწილობრივი გათხრებით? და ვინ იფიქრებდა, რომ ათასობით ადამიანი სამყაროს თითქმის ყველა კუთხიდან შეძლებდა ამ ქალაქში „გასეირნებას“ ისე, რომ იქ ფეხსაც არ დაადგამდა?

თუმცა, სწორედ ეს მოხვდა ნაკლებ ცნობილ არქეოლოგიურ ადგილას, რომელიც პორტუგალიაში მდებარეობს – შედარებით პატარა უძველესი რომაული ქალაქი, რომლის რამოდენიმე ძლივს შესამჩნევმა ნანგრევებმა მხოლოდ მცირეოდენი მნახველი თუ მიიზიდა – ყოველ შემთხვევაში თუ შევადარებთ სამხრეთ იტალიის სახელგანთქმულ რომაულ ქალაქ პომპეის.

თუმცა, პომპეისგან განსხვავებით ეს რომაული ქალაქი სახელად ამაია, ყოველმხრივ იყო ყურადღების საგანი იმ გასაოცარი ახალი განვითარებების წყალობით, რომლის მიხედვით შეიქმნა „ხელშეუხებელი არქეოლოგია“ – რუკათა შედგენის, ვიზუალიზაციის ტექნიკის და RE (remote sensing)–ის ტექნოლოგიისგამოყენებით შეძლეს ფარდა აეხადათ იმისთვის, რაც სხვაგვარად შესაძლოა ძვირადღირებულმა და ტიპიურმა არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა გამოავლინონ. მუშაობა დაიწყო 2009 წელს Radio-Past–ის (აკრონიმი წარსულის რადიოგრაფიისთვის) გაშვებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა კრისტინა კორსი იტალიის სამხრეთ ლაზიოს და კასინოს უნივერსიტეტიდან და ფრანკ ვერმეულენი ბელგიის გენტის უნივერსიტეტიდან. ევროპული ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობით, რომლის სათავეში იყო ევორას პორტუგალიის უნივერსიტეტი და ასევე სხვა ქვეყნის ექსპერტების დახმარებითRadio-Past–ით ხელშეუხებლად, ტრადიციული არქეოლოგიური გათხრების გარეშე შეძლეს გამოეკვლიათ და „დაენახათ“  ის რაც მიწის ქვეშ იყო დამალული ისე, რომ არ გაუთხრიათ მისი ზედაპირი. საბოლოოდ შედეგები საოცრად მრავლისმთქმელი და ვიზუალურად გასაოცარი იყო.

ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში მოცემულია პროექტის შედეგი.