მნიშვნელოვანი სიახლეები
ტროაში უძველესი სასიკვდილო ინფექცია აღმოაჩინეს

ტროაში უძველესი სასიკვდილო ინფექცია აღმოაჩინეს

ანტიკური ტროას მახლობლად (ახლა თურქეთის ტერიტორია) გვიანბიზანტიური ხანის სამარხში უძველესი სასიკვდილო და სახიფათო ინფექციის კვალი აღმოაჩინეს.

 გათხრების დროს ერთ-ერთმა ზედმეტად დაკვირვებულმა მკვლევარმა ნაგავსა და მტვერში ქექვისას, დაკრძალული ორსული ქალის ნეკნებზე კალცინირებული რგოლები შენიშნა. აღმოსავლეთ რომის იმპერიის 30 წლის გარდაცვლილი მოქალაქე ბიჭზე იყო ორსულად.

 მკვლევარებს თავდაპირველად ეგონათ, რომ რგოლები ტუბერკულოზის შედეგად გაჩნდა. მინერალიზირებული ბიომასალის ნიმუშები მედისონის ვისკონსინის უნივერსიტეტის (აშშ) ლაბორატორიაში წაიღეს. იქ გაირკვა, რომ დედისა და ნაყოფის სიკვდილის მიზეზი შერეული ინფექცია ყოფილა. იგი Gardnerella vaginalis-ის დაStaphylococcus saprophyticus-ის ბაქტერიების ნარევმა გამოიწვია. ამათგან პირველი ქალის სასქესო ორგანოების ინფექციას, ხოლო მეორე შარდმდენი გზების ინფექციას იწვევს.

 სავარაუდოთ ინფექცია პლაცენტაში და ქალის ამნიოტურ სითხეში მოხვდა. ამას შეიძლება ნაადრევი მშობიარობა ანდა სეფსისი გამოეწვია.

  სრული რწმუნება იმისა, რომ ქალის სიკვდილის მიზეზი ზუსტად ეს ინფექციები გახდა, არ არსებობს, მაგრამ ინფექცია მართლაც ძლიერ საშიშია და იმ დროს მისი საწინააღმდეგო არანაირი სამკურნალო საშუალება არ არსებობდა.

მეცნიერთა აზრით ქალი სტაფილოკოკით სავარაუდოთ ძროხისგან დაავადდა. იმ დროს გლეხები ხშირად საქონელთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ.