მნიშვნელოვანი სიახლეები
ტროელთა ენაზე შესრულებული საიდუმლოებით მოცული წარწერა გაშიფრეს

ტროელთა ენაზე შესრულებული საიდუმლოებით მოცული წარწერა გაშიფრეს

მეცნიერებმა 3200 წლიანი ქვის ფილებზე შესრულებული წარწერა გაშიფრეს. როგორც გაირკვა ტექსტი იდუმალი "ზღვის ხალხების" მოქმედებებს ასახავს. მისი ერთი ეპიზოდი კი ტროას მმართველს ეხება. მაგრამ ამის მიუხედავად სამეცნიერო საზოგადოება არაა დარწმუნებული წარწერის ავთენტურობაში - მისი ორიგინალი თუკი იგი ოდესმე არსებობდა, დაკარგულია.

ქვაზე ამოტვიფრული 29 მეტრის სიგრძის წარწერა ლუვიურ ენაზეა შესრულებული. მთელი რიგი მეცნიერების აზრით ძველი ტროელები სწორედ ლუვიურად საუბრობდნენ. ამგვარი ტექსტების წაკითხვა დღეს მხოლოდ რამდენიმე მეცნიერს შეუძლია. ერთი მათგანია ფრედ ვაუდჰეიზენი. იგი დამოუკიდებელი მკვლევარია. წარწერის ასლი სწორედ მან გაშიფრა.

ვაუდჰეიზერი და ებერჰარდ ზანგერი (ლუვიის კვლევის ფონდის პრეზიდენტი და გეოარქეოლოგი) ამბობენ, რომ წარწერა აღწერს პერიოდს, როცა "ზღვის ხალხების" სახელით ცნობილმა კონფედერაციამ ტროას და ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციებს შეუტია. პროვინცია მირას სამეფო ამ კამპანიაში მონაწილეობდა და როგორც ჩანს ამ კონფედერაციის წევრი იყო.

 წარწერის მიხედვით მეფე კუპანტაკურუნტასი მირას მართავდა (ახლანდელი დასავლეთი თურქეთი). აღწერილია მეფის გზა ტახტზე ასვლამდე: მისმა მამამ, მეფე მაშუიტასმა ტროა დაიპყრო, ტროის მეფე სახელად ვალმუსი ტახტიდან ჩამოაგდო. ამის შემდეგ მაშუიტასმა მირას ერთგულების პირობით ვალმუსი ტროას ტახტზე აღადგინა. კუპანტაკურუნტასი მამის სიკვდილის შემდეგ მირას მეფე გახდა. წარწერაში მას ტროას მფარველად მოიხსენიებენ,

 ცალკე მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ ტროელებმა მთავარ მუკსუსის ხელმძღვანელობით როგორ მოაწყვეს საზღვაო ექსპედიცია, რომლის შედეგიც აშკელონის (ქალაქი თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე)  დაპყრობა და იქ სიმაგრის აგება გახდა. 

 თავად წარწერა დღეს აღარ არსებობს - წარწერიანი ფილა XIX საუკუნეში დაიმსხვრა. წარწერის ასლი ჯეიმს მელარტის მამულში აღმოაჩინეს. იგი ცნობილი არქეოლოგი იყო, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა. ზოგი მეცნიერის აზრით ტექტი ყალბია - სიყალბე მელარტმა ანდა სხვამ ჩაიდინა.

მელატრი ამ წარწერის შესახებ მოკლედ საუბრობდა - 1992 წლის ერთ-ერთ პუბლიკაციაში. მაგრამ მას ბოლომდე არასდროს აღუწერია ეს ძველი ტექსტი სამეცნიერო შრომაში.

მელარტის ვერსიით ეს ტექსტი 1878 წელს არქეოლოგმა ჟორჟ პერომ თურქეთის სოფელ ბეიქეიში დააკოპირა. ამის შემდეგ სულ მალე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქვა მეჩეთის მშენებლობისას გამოიყენეს.

 მეცნიერმა ბაჰადირ ალკიმმა (გარდაიცვალა 1981 წელს) პეროს ასლი ხელმეორედ აღმოაჩინა და კიდევ ერთი ასლი გადაიღო. რომელიც თავის მხრივ მელარტმა დააკოპირა და შვეიცარიულ-ჰოლანდიურმა გუნდმა  სწორედ ეს მელარტისეული ასლი გაშიფრა.