მნიშვნელოვანი სიახლეები
თურქეთში ჩვილი ბავშვებისათვის განკუთვნილი ბოთლების ანალოგი აღმოაჩინეს

თურქეთში ჩვილი ბავშვებისათვის განკუთვნილი ბოთლების ანალოგი აღმოაჩინეს

ანტიკური სანავსადგურო ქალაქ პარიონის გათხრებისას, თურქეთის ჩანაკალეს პროვინციაში 2000 წლის თიხის ჭურჭელს მიაკვლიეს, რომელიც მეძუძური ბავშვების საკვებად გამიზნული თანამედროვე ბოთლების მსგავსი აღმოჩნდა.

ბავშვის საფლავში აღმოჩენილ ჭურჭელს ერთი სახელური და წვრილი ყელი აქვს. ამგვარი "დოქებს" რომაულ პერიოდში დედები ბავშვების გამოსაკვებად იყენებდნენ. საბავშვო სამარხებში მსგავს ნივთებს ადრეც პოულობდნენ.

 პარიონის ნანგრევები სოფელ ქემერის ახლოს მდებარეობს. გათხრები მთელი ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.