მნიშვნელოვანი სიახლეები
თურქეთში ნაპოვნი მითრას ტაძარი

თურქეთში ნაპოვნი მითრას ტაძარი

მითრაიზმი უძველესი არიული რელიგიაა, რომლის სწავლება იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ წყაროებში მხოლოდ სხვათა ვარაუდები და ჭორები შემორჩა. არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ მითრას კულტის ზოგ მისტერიებს ფარდას ახსნიან, როცა თურქეთში დაამთავრებენ მითრას ტაძრის რომაული პერიოდის ნანგრევების შესწავლას.

მითრას მიმდევრებში შედიოდნენ მთელი რომის იმპერიის მიდამოებიდან. თუმცა, მისი წარმომავლობა სპარსეთსა და ინდოეთიდანაა.

1902 წელს ფრანც კუმონტი თავის წიგნში წერდა:

„ავესტაში [წმინდა ტექსტები] მითრა ციური სინათლის ღვთაებაა. ის მზის ამოსვლამდე მთის მწვერვალზე ჩნდება, მთელი დღის მანძილზე თავისი ოთხი თეთრი ცხენიანი ცეცხლოვანი ეტლით დაფრინავს და სამყაროს ნათელს სძენს. ამიტომავც მას „მუდმიც მოგზაურსა, მუდმივ ზედამხედველს“ უწოდებდნენ. ის არც მზეა, არც მთვარე ან ვარსკვლევები, მაგრამ „მისი ასობით ყური და თვალი მუდამ მეთვალყურეობს მსოფლიოს. მითრა ყველაფრის მხედველი, ყველაფრის მცოდნე ღვთაებად ითვლებოდა. ბუნებრივია ის შემდგომ ჭეშმარიტების ღმერთთან გაიგივდა, რომელიც თვალს ადევნებს ვინც ტყუილზე იფიცებს ან დანაპირებს არ ასრულებს.“

გათხრები 2013 წლიდან მიმდინარეობს თურქეთში დიარბარკირის პროვინციაში, ზერზევანის ციხის გათხრისას მათ მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს, რომელმაც ისინი მიწისქვეშა ქრისტიანულ ეკლესიამდე მიიყვანა. მას საფრთხის შემთხვავაში შეეძლო 400 კაცისთვის მიეცა თავშესაფარი.

ახლახანს ამ ციხესთან გათხრებისას მითრას კულტის ტაძარიც იპოვეს, რომელიც როგორც ჩანს შემდგომ ქრისტიანობამ ჩაანაცვლა.

ზერზევანის ციხის მთლიანი ფართი 55 200 კვადრატული მეტრისაა და მას 12-დან 15-მდე მეტრის სიმაღლის კედლები აქვს. ყველაზე მაღალი კოშკი 21 მეტრის სიმაღლისაა. კედლების სიგრძე საერთო ჯამში 1200 მეტრს შეადგენს.

ამ დიდ კომპლექსში შედის მიწისქვეშა ეკლესია, სახლების ნანგრევები, მეციხოვნეთათვის განკუთვნილი შენობები, საწყობები იარაღისა და სურსათისთვის. ციხეს ასევე აქვს სამარხები და წყლის არხები, რომლებიც კლდეშია გაჭრილი.

ზერზევანის ციხე დიუარბაკირის და მარდინის ქალაქებს გადმოყურებს. ციხე დიარბაკირის ქალაქივით ძველია და ძველად მის დამცველ ძალას წარმოადგენდა.

პროფესორმა აიტაჩ ჯოშქუნი არქეოლოგთა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის და მისი გუნდი მითრას ტაძრის გათხრებზე მუშაობენ. მისი გამოკვლევა ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება, რადგან მითრაიზმი რომაელ სამხედროებს შორის პოპულარობით სარგებლობდა.

„ამ რელიგიის მიმდევრები დაკეტილ საზოგადოებას წარმოადგენდნენ, ამიტომ ინფორმაცია მათ ცერემონიებსა და რწმენაზე ცოტა მოიპოვება. მითრა წარმოადგენს მათ მთავარ მზის ღმერთს. მათი ტაძრები როგორც წესი მიწის ქვეშ შენდებოდა. მათ აღმოსავლურ ტაძრებში სამი ნიშაა. ის სავარაუდოდ წყლის ავზს წარმოადგენდა. იქვე არის აუზიც. მივიჩნევთ, რომ წყალი მითრას ცერემონიებში ხშირად გამოიყენებოდა, ცერემონიებს დაახლოებით 40 ადამიანი ესწრებოდა.“

მითრას ტაძარი მითრაიზმის დიდების პიკის ხანაში აშენდა, დაახლოებით 1700 წლის უკან. ის 35 კვადრატული მეტრი ფართბისაა და 2.5 მეტრი სიმაღლისა. სხვა მიწისქვეშა ტაძრების მსგავსად ისიც პატარა ზომისაა.