მნიშვნელოვანი სიახლეები
თურქეთში ყველაზე ძველი „ღიმილი“ აღმოაჩინეს

თურქეთში ყველაზე ძველი „ღიმილი“ აღმოაჩინეს

თურქი და იტალიელი არქეოლოგების ჯგუფმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია გაზიანთეპში, ქალაქ კარკამიშთან გაღიმებული ადამიანის სახის ყველაზე ძველი გრაფიკული გამოსახულება აღმოაჩინა. ამის შესახებ ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლო მარკეტი აცხადებს.

„ამ სეზონის ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენა „ღიმილის“ გამოსახულებიანი დოქის აღმოჩენა იყო. მისი ასაკი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1700 წელია. სავარაუდოთ ეს ყველაზე ძველი „ღიმილია“. ჩვენ არ ვიცით თუ ხელოსნები დოქზე ამ სიმბოლოს რა მიზნით ხატავდნენ. მაგრამ ჩვენ მას ღიმილად აღვიქვამთ“, - ამბობს მარკეტი. მისი სიტყვებით დოქს გაზიანტეპის მუზეუმს გადასცემენ.

 სირიის საზღვართან მდებარე ქალაქი კარკამიში, რომლის ასაკიც 5 ათას წელს აღწევს, ძველი სამყაროს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი იყო. სხვადასხვა დროს იგი ეკუთვნოდა ხეთებს, ასირიელებს, ბაბილონსა და რომს. პირველი არქეოლოგიური გათხრები აქ ცნობილი ბრიტანელი ოფიცრის და მოგზაურის  ლოურენს არაბის ექსპედიციამ აწარმოა.

 რამდენიმე ათეული წელი ეს რაიონი გათხრებისათვის დახურული იყო. ამის მიზეზი 1920-21 წლებში საფრანგეთ-თურქეთის ომის დროს ჩადებული ნაღმები გახდა. განაღმვის სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დასრულდა. თურქმა და იტალიელმა არქეოლოგებმა გათხრები 2011 წელს დაიწყეს.