მნიშვნელოვანი სიახლეები
ტუტანხამონის საყვირმა ომი დაიწყო? (+ვიდეო)

ტუტანხამონის საყვირმა ომი დაიწყო? (+ვიდეო)

1922 წელს არქეოლოგ ჰოვარდ კარტერის ხელმძღვანელობით ფარაონ ტუტანხამუნის სამარსხი აღმოაჩინეს. სამარხში იპოვეს მრავალი ხელშეუხებელი უძველესი არქეფაქტები. მათ შორის იყო ხის, ვერცხლის და ბრინჯაოს საყვირები.

1939 წელს BBC-ს რადიო ეთერში ერთ-ერთი საყვირის ხმამ გაიჟღერა. მრავალმა ადამიანმა ამ უძველესი ინსტრუმენტის ხმა მოისმინა და რამოდენიმე თვეში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, რამაც შექმნა ლეგენდა საყვირის წყევლაზე, რომელსაც ომის მოხმობა შეუძლია. ამ ახალმა ლეგენდამ ტუტანხამონის სამარხთან დაკავშირებულ ისტორიებს უფრო მეტი მისტიციზმი მიანიჭა.

ტუტანხამონის საყვირები

უძველესი საყვირები ცხოველის გამოფუღუროვებული რქებისგან და ნიჟარებისგან მზადდებოდა. ისინი სავარაუდოდ პრიმიტიული მეგაფონისგან ნაკლებ განსხვავდებოდნენ და მათი ხმა რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებოდა. რამაც უფრო შეუწყო ლეგენდის შექმნას საყვირზე. ტუტანხამუნის საყვირები ბრინჯაოსა და ვერცხლისგან არის დამზადებული. ისინი დაახლოებით 58 სმ სიგრძის და 4 სმ სიგანის არიან.

ადრეული საყვირები ეგვიპტეში სამხედრო მიზნითაც გამოიყენებოდა, რათა მეომრებისთვის ბრძოლის ველზე  მიმართულება მიენიშნებინათ. ამგვარად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეგვიპტის ფარაონი საყვირებთან ერთად იყო დამარხული.

ტუტანხამუნის საყვირის თანამედროვე კავშირი ომთან

1939 წელს BBC-ს რადიო ეთერში ერთ-ერთი საყვირის ხმა შესრულდა. ადამიანი ვინც ინსტრუმენტზე უკრავდა იყო რექს კეთინგი, რომელიც იმ დროისთვის რადიოს დიქტორი  გახლდათ. სანამ ჩაწერა მოხვდებოდა, რექსმა მოინახულა ალფრედ ლუკასი, რომელიც ჰოვარდ კარტერის მკვლევართა გუნდში იყო, როცა 1922 წელს ტუტანხამუნის სამარხს სწავლობდნენ.

იმ ღამეს, როცა საყვირის ხმის ჩაწერა უნდა მომხდარიყო, კაიროში ელექტრო ენერგია გაითიშა, ამიტომ რექს თავისი სიტყვის წაკითხვა ლონდონელი მსმენელისთვის სანთლის შუქზე მოუწია. ამ მოვლენიდან ხუთი თვის შემდგომ ბრიტანეთი გერმანიასთან ომში ჩაება.

ზოგი გადმოცემით, ერთ-ერთ საყვირიზე დაუკრეს, სანამ 1967 წელს ექვს დღიანი ომი დაიწყებოდა. ასევე ზოგის თქმით იგივე მოხდა 2011 წელს, სანამ ეგვიპტეში აჯანყება დაიწყებოდა. ძარცვებისა დროს ერთ-ერთი საყვირი მოიპარეს, მაგრამ მალევე იდუმალ ვითარებაში ისევე დააბრუნეს.

ეს ალბათ ძალიან საინტერესო დამთხვევებია თუ მართლაც მასე მოხდა. სამწუხაროდ მათი უმეტესობის დასამტკიცებლად საკმარისი საბუთი არ მოიპოვება. ეგვიპტოლოგი ჰალა ჰასანის მიხედვით, რომელსაც სჯერა ეს წყევლა, 1967 წელს ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც ტუტანხამუნის არქეფაქტებს სწავლობდა, მართლაც ჩაბერა ერთ-ერთ საყვირს. ხოლო 2011 წელს, ერთი კვირით ადრე სანამ აჯანყება დაიწყებოდა მუზეუმის ერთ-ერთმა მუშაკმა, რომელსაც არტეფაქტებისთვის სურათების გადაღება ევალებოდა ასევე ჩაბერა მას. ჯერ-ჯერობით ეს ისტორიები არასარწმუნოდ ითვლება და მრავლის აზრით სასაცილოა.

რამდენად სჭირდებოდა ტუტანხამუნს საყვირი ომის მოსახმობად

მეორე გზა რათა საყვირის წყევლა დაამტკიცონა არის თავად საყვირის ისტორიის შესწავლა და რამდენად გამოიყენებდა ტუტანხამუნი მას თავის მეფობის დროს. ტუტანხამუნი, როცა რვა წლის იყო,  ძვ.წ.ა. 1337 წელს ფარაონი გახდა.  თავისი მოკლე მმართველობისას მის დროს ეგვიპტეში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. მისი წინამორბედი ეხნატონოს გატარებული რელიგიური რეფორმები გაუქმნდა.

ეხნატონის რეფორმები არა მატრო უკმაყოფილებას იწვევდა ქურუმთა კლასში, არამედ მისი მმართველობისას სამხედრო სამსახური არ იღებდა შესაბამის ყურადღებას. ფარაონი უფრო დაკავებული იყო ახალი ღვთაება ატენისთვის ქალაქი აეშენებინა. რის შედეგადაც ეგვიპტის სამხედრო ძალა დაქვეითდა. ახალგაზრდა ფარაონ ტუტანხამუნს ამ ყველა საკითხთან შეხება მოუწია თავისი მმართველობის მოკლე პერიოდისას, სანამ თვრამეტი ან ცხრამეტი წლისა არ გარდაიცვალა.

ტუტანხამუნს მმართველობისას უნდა ჰქონოდა დაპირისპირება  ხეთებთან, ასევე სინაის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ხალხთან. თუ ის მართლა გაძღოლია ჯარს, მაშინ საყვირებს გამოიყენებდნენ. შესაძლოა ეს ინსტრუმენტები შემდგომ მასთან ერთად მოხვდა კიდეც სამარხში.

საყვირის ხმების ჩაწერას არქეოლოგები აღარ აპირებენ, რადგან მათი თქმით ისინი შესაძლოა დაზიანდნენ. იმედია მათზე დაკვრას არავინ აღარ შეეცდება და ის ლეგენდებიც, რომლებიც მათ ახლავს, არ არიან ნამდვილნი.