მნიშვნელოვანი სიახლეები
უცნობ სარიტუალო გამოქვაბულში ნაპოვნი ჯვრის და მენორას გამოსახულებები (+ვიდეო)

უცნობ სარიტუალო გამოქვაბულში ნაპოვნი ჯვრის და მენორას გამოსახულებები (+ვიდეო)

ისრაელის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში, სამმა მთასვლელმა უძველეს წყლის ცისტერნაზე ჯვრისა და მენორას იშვიათი ამონაკვეთები აღმოაჩინა. რელიგიური სიმბოლოები სხვა საინტერესო გამოსახულებთან ერთად ნაპოვნია უძველეს გამოქვებულში, რომელიც მეორე ტაძრის პერიოდისას სარიტუალო მსხვერპლშეწირვებისთვის გამოიყენებოდა.

ისრაელის გამოქვებულთა შემსწავლელი კლუბი სწავლობდა იუდენ შეფელაჰს, ესაა რეგიონი პალესტინის ცენტრალური მთებისა და ფილისტიის სანაპირო შორის. მთასვლელმა იდო მეროზმა აღმოჩენასთან დაკავშირებით თქვა:

„ჩვენ გაგონილი გვქონდა საინტერესო გამოქვებულების შესახებ ამ რეგიონში. ჩვენ ძიება დავიწყეთ და ამ გამოქვაბულს წავაწყდით, სადაც გასაოცარ ამონაკაწრები ვნახეთ. სანამ დავტოვებდით, ჩვენ მოულოდნელად შევნიშნეთ ამოკაწრული გამოსახულებები. პირველად შევამჩნიეთ მენორას გამოსახულება.“

რამდენად ძველია ამოკაწრულები არავინ იცის. თუმცა, საარ განორი, მთავარი არქეოლოგი ვარაუდობს, რომ მენორა ამოკვეთეს მას შემდეგ, რაც ცისტერნიდან ამოჭრეს მისი საძირკვლის ქვა - სავარაუდოდ ებრაული დასახლება არსებობდა აქ მეორე ტაძრის პერიოდისა და [შიმონის] ბარ კოჩბას დროს (ებრაული აჯანყების ლიდერი რომაელთა წინააღმდეგ ახ.წ.ა. 133-135 წლებში). სავარაუდოდ ჯვრის გამოსახულება მოგვიანებით  ბიზანტიური პერიოდისას, დაახლოებით ახ.წ.ა. მე-4 საუკუნეში გაჩნდა.

მენორა წარმოადგენს შვიდი ლამპის დასადგამს. მსგავსი რელიგიური დანიშნულების ოქროს ლამპა იდგა ჰეროდეს ხელმეორედ აშენებულ ტაძარში.

ცისტერნთან მრავალი კლდეში ამოკვეთილი ნიშაა, რომელიც მტრედების გამოსაზრდელად გამოიყენებოდა. ჩიტების რიტუალური მსხვერპლშეწირვა მეორე ტაძრის პერიოდისას ხდებოდა.

ნაპონია შენობების ნანგრევები, რომელიც ბარ კოჩბას აჯანყებისას თავშესაფრად გამოიყენებოდა. ასევე გვხდება ბიზანტიური პერიოდის ნაგებობებიც.

არქეოლოგებს არ აქვთ გამჟღავნებული ისტორიული ტერიტორიის ზუსტი ადგილმდებარეობა, რათა მისი დაცვა შეძლონ. თუმცა გეგმავებ ცისტერნის გამოქვაბულის უფრო დიდი სიღრმეებიც შეისწავლონ.