მნიშვნელოვანი სიახლეები
უცნობი მეფის სახე: 4300 წლის წინანდელი ეგვიპტეის უცნობი ფარაონის დამხსვრეული ქანდაკება

უცნობი მეფის სახე: 4300 წლის წინანდელი ეგვიპტეის უცნობი ფარაონის დამხსვრეული ქანდაკება

უძველეს ქალაქ ჰაზორში დამტვრეული ქანდაკება აღმოაჩნეს, რომელიც ექსპერტთა თქმით ეჭვგარეშე ფარაონის სახის გამოსახულებაა.

თუმცა ვინ არის გამოსახული ამ 4300 წლის წინანდელ ნამუშევარზე უცნობია. ის თავისი აღმოჩენის დღიდან, ანუ 1990-იან წლებიდან მოყოლებული არქეოლოგებს კითხვებს უჩენდა, თუ როგორ აღმოჩნდა ფარაონის თავი ჰაზორში, ჩრდილო ისრაელში.

როგორც ჩანს ის 1000 წლის წინ მისი შექმნიდან მალევე განზრახ გაანადგურეს.

წიგნი „სამეფო სახე“ მოგვითხრობს ჰაზორის შვიდი  გათხრების შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა 1990-დან 2012 წლამდე, ავტორი მიუთითებს, რომ ეგვიპტური ქანდაკება ბრინჯაოს ხანის ისრაელში „მოულოდნელია“.

მრავალი ფიქრობდა, რომ ეგვიპტური ქანდაკება სფინქსის თავი უნდა ყოფილიყო. „სამეფო სახეს“ ჰაზორიდან თან არ ახლდა სხეული  სხვა ნაწილი, როგორც ამას მოგვითხრობენ სიმონ კონორი და დიმიტრი ლაბოური. თუმცა იმ დაზიანების მიხედვით რაც სახეზე იყო, სავარაუდოდ ტანიც დაამსხვიეს.

„დაზიანება მიუთთებს, რომ ცხვირი მოამტვრიეს და თავი სხეულს მოაძვრეს“, წერს ავტორი.

ქანდაკების მასალა მიუთითებს მის ეგვიპტურ წარმომავლობას. კვლევის მიხედვით ის მე-5 დინასტიის უნდა ყოფილიყო. ასევე კობრას გამოსახულება დანამდვილებით მიანიშვებს, რომ ის ფარაონის სახე უნდა იყოს.

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მიხედვით ჰაზორი ბიბლიური პერიოდის ისრაელში ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული და მთელს რეგიონში  ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.

ქალაქის პირველი დასახლება ძვწ.ა. მესამე ათასწლეულში გაჩნდა, ადრეულ ბრინჯაოს ხანაში.  ძვ.წ.ა. მე-18 საუკუნისთვის ქალაქმა ზრდა დაიწყო. ეს გაგრძელდა დაახლოებით ძვ.წ.ა. მე-13 საუკუნემდე, ადრეული ბრინჯაოს ხანის დასასრულამდე. შემდგომ ექსპერტთა თქმით დასახლება შემოსევისას „დაანგრიეს“.

ზოგ ექსპერტთა თქმით ეს ისუ ნავეს ძესა და ისრაელიანთა გამო მოხდა. ბიბლიაში აღწერილია ქალაქების დაცემა, მათ შორის ჰაზორისაც.

ერთ-ერთი ვარაუდიდ ქანდაკება სწორედ მაშინ, ისრაელის ხალხმა დააზიანა. თუმცა მაინც გაურკვეველია თუ როგორ უნდა აღმოჩენილიყო ჰაზორში ეგვიპტური ქანდაკება. შესაძლოა ქალაქის ძველ მოსახლეობას საამაყოდ მიაჩნდათ ეგვიპტის სამეფო კართან ურთიერთობა.

თეორიები მრავლადაა თუმცა, საბოლოო პახუსი მეცნიერებს ჯერ ვერ უპოვიათ.