მნიშვნელოვანი სიახლეები
უცნობი წარმართული სალოცავი თუ თეატრი? ახალი აღმოჩენები ისრაელში

უცნობი წარმართული სალოცავი თუ თეატრი? ახალი აღმოჩენები ისრაელში

მკვლევართა გუნდმა როგორც იქნა იპოვეს უძველესი ისრაელის ქალაქ ჰიპონ-სუსიტასთან დაკარგული საიდუმლო. აქ ბერძნული ღმერთი პანის დიდი ბრინჯაოს ნიღბები და მონუმენტალური ჭიშკარი აღმოაჩინეს, რის შემდგომ იპოვეს მდიდრული არეალი, რომელიც სავსე იყო უფრო მეტი აღმოჩენებით. არქეოლოგები დიდი თეატრსა და აბანოს მიადგნენ. როგორც ჩანს თეატრი უფრო მეტი რამისთვის გამოიყენებოდა, ვიდრე გართობა - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ის რელიგიური ცენტრიც ყოფილიყო.

რომაული დროის მნიშვნელოვანი ქალაქი

ჰიპონის გათხრების პროექტისას მუშაობდა მკვლევართა გუნდი ჰაიფას უნივერსიტეტიდან პარტნიორებთან ერთად მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჰიპონი გალილეის ზღვასთან ჩრდილო ისრაელში მდებარეობს.

ამფითეატრი რომაული ხანისაა. პროექტის ხელმძღვანელი დოქტორი მიშელ ეისენბერგი ჰაიფას უნივერსიტეტიდან ამბობს, „ეს გათხრები დეტექტიურ გამოძიებას ჰგავდა. თავდაპირველად 2015 წელს პანის ნიღაბი ვიპოვეთ მონუმენტურ შესასვლელ ჭიშკართან, რომელსაც დიდი მოედანი მოჰყვა. იქ კი ვიპოვეთ თეატრი და აბანო. ორივე შენობა რომაული ხანისაა და შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ ღმერთებთან, როგორიცაა მედიცინის ღმერთი ასკლეპიუსი და ბუნების ღვთაებები დიონისე და პანი.“

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებს არ აქვთ საშუალება ნაპოვნი არტეფაქტების თარიღი დაადგინონ, მათ თეატრის აღმოჩენის გამო იციან, რომ ისინი რომაული პოერიოდისაა.

რელიგიური ცერემონიები გართობის მაგიერ

ამ კვლევებმა მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ეს მიდამო უფრო რელიგიური დანიშნულებით გამოიყენებოდა, ვიდრე თავშესაქცევად. ეისენბერგმა თქვა,

„კვლევები და ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ აქ მიმდინარეობდა ღვინის ღმერთ დიონისეს თაყვანისცემა. ეს ქალაქ ჰიპონზე ახალ ინფორმაციას იძლევა. სამომავლო კვლევებით უფრო მეტის თქმას შევძლებთ ამასთან დაკავშირებით.“