მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველეს ქალაქ კესარეაში ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა

უძველეს ქალაქ კესარეაში ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა

საუკუნეების განმავლობაში კესარეას მოსახლეობას აბრაამისეული სარწმუნეობის ხალხები - იუდეველები, ქრისტიანეები და მუსულმანები შეადგენდნენ.

არქეოლოგებმა გამოაცხადეს, რომ ახლახანს კესარეაში აღმოაჩინეს უძველესი ფირფიტა, რომელზეც ამოჭრილია მენორას გამოსახულება. ის თარიღდება ახ.წ.ა. მე-4 ან მე-5 საუკუნეებით. ამჟამად ამ მიდამოში მიმდინარეობს უძველესი სინაგოგისა და აკვედუკის რესტავრაცია. მუშაობისას იპოვეს სამსხვერპლო, რომელიც კეისარ ავგუსტუსის დროს გამოიყენებოდა.

რომაელი დიქტატორები თავიანთ თავს ღვთებებად წარმოადგენდნენ, რომლებსაც მთელს იმპერიაში ეთაყვანებოდნენ. იულიუს კეისარის ოჯახი ითვლებოდა რომაელთა წინაპრის ენეასის და ქალღმერთ ვენერას შთამომავლად. იულიუსის ძმისშვილი და იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი Divi Fillius „ღვთაების შვილად“ იწოდებოდა. ავგუსტუსი რომის იმპერიას ძვ.წ.ა. 27 წლიდან ახ.წ.ა. 14 წლამდე მმართავდა.

ისრაელის სიძველეების სამსახურის განცხადებით გათხრები და კონსერვაცია კესარეაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია რაც კი აქამდე  ყოფილა ისრაელში.

ახალ აღმოჩენებთან დაკავშირებით Phys.org-მა განაცხადა - „ეს ადგილი სადაც მოგვიანო ბიზანტიური, მუსულმანური და ჯვაროსანთა პერიოდის ნანგრევებია, მთავარი გათხრების ცენტრშია და ახალი აღმოჩენები კეთდება.“

კესარეა დაარსა რომაელთა დანიშნულმა იუდეას მეფე ჰეროდე დიდმა. ჰეროდეს საინტერესო წარმომავლობა ჰქონდა. მისი მშობლები არაბები იყვნენ, მაგრამ იუდეიზმის მიმდევრები გახლდნენ. ჰეროდეს მამა ანტიპატერი, იულიუს კეისრის მეგობარი იყო, რომელმაც ის იუდეას გამგებლად დანიშნა ძვ.წ.ა. 47 წელს.

ანტიპატერმა ჰეროდე იუდეას პროვინცია გალილეის მმართველი გახადა. მოგვიანებით მარკუს ანტონიუსმა ის გალილეას ტეტრარქად დანიშნა. როცა ძვ.წ.ა. 40 წელს პალესტინას სპარსელები დაესხნენ თავს, ჰეროდე რომში გაიქცა, სადაც სენატმა ის მეფედ გამოაცხადა. ასევე ჯარი მისცეს თავისი ტახტის დასაცავად და ძვ.წ.ა. 37 წელს კი მან ტახტი დაიბრუნა გახდა.

არქეოლოგმა პიტერ გელდენმენმა, რომელმაც Phys.org-ის წარმომადგენლებს კესარეას დაათვალიერებინა, განაცხადა, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ყველაზე რთული და საინტერესოა მისი არქეოლოგიური მოღვაწეობის 30 წლის მანძილზე.

დოქტორმ გენდელმენმა Phys.org-ს განუცხადა რომ მიმდინარე ახალმა აღმოჩენებმა და კვლევებმა შესაძლოა „შეცვალოს წარმოადგენები ამ არეალის შესახებ“.

Phys.org-ს ასევე მოინახულა როზჩაილდის კესარეის ფონდის წამომადგენელი გაი სუერსკი, რომელმაც განაცხადა, რომ „ის ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა.“

ისრაელის მთავრობამ და როზჩაილდებმა 27 მილიონი დოლარი გამოყვეს კონსერვაციისათვის და ახალი გათხრებისათვის.