მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი აქიტუს დღესასწაული და მეფეთა თავმდაბლობა

უძველესი აქიტუს დღესასწაული და მეფეთა თავმდაბლობა

აქიტუს დღესასწაული იყო შუამდინარეთის ერთ-ერთი უძველესი ფესტივალი, რომლის წარმომავლობა ძვ.წ.ა. მესამე ათასწლეულიდან მოდის. ეს იყო თორმეტ დღიანი ცერემონია, რომელიც გაზაფხულისას (მარტში ან აპრილში) ახალი მთვარის დროს იწყებოდა. ტრადიცია ითვალისწინებდა, რომ მას შემდგომ მეფე თავმდაბალი უნდა გამხდარიყო, რათა ღმერთ მარდუქისთვის უკეთ ემსახურა და ხალხისთვის სიკეთე მოეტანა. მთავარი ქურუმი მეფეს გახდიდა მის სამეფო შესამოსელს და სახეში მაგრად გაარტყამდა. ბაბილონელებს სჯეროდათ, რომ თუ მეფე ატირდებოდა, მაშინ მარდუქი მას მოიწონებდა და მეფე მომდევნო წლისთვისაც შეძლებდა მართვას.

Jerusalem Post-ი წერს: “საინტერესოა, რომ დიდი ბაბილონელი მეფეები, როგორიც იყო მაგალითად ნაბუქოდონოსორ მეორე (ძვ.წ.ა. 605-562 წლები) რომელმაც დაანგრია იუდეა და იერუსალიმის პირველი ტაძარი ძვ.წ.ა. 597 წელს, ის ვინც თავს მეფეთა მეფეს უწოდებდა, წელიწადში ერთხელ უფლებას აძლევდა მისთვის გაერტყათ და თავს იმდაბლებდა.“

ცერემონიალი იმართებოდა, რათა მეფის ძალაუფლება კიდევ ერთხელ დამტკიცებულიყო ღმერთებთან, მაგრამ ამავე დროს მეფე ხალხსაც განასახიერებდა და მათ მორჩილებას ღმერთებისადმი.

აქიტუს დღესასწაული მზის ღმერთ მარდუქის ხელახალ შობას ეძღვნებოდა. ის ბაბილონურ პანთეონში მთავარი ღმერთი იყო და ითვლებოდა ქაოსიდან სამყაროს შემქმნელად. იმისათვის, რომ სამყარო ისევ არ დაბრუნებოდა ქაოსს, ახალი წლის ცერემონიალისას ხელახლა განასახიერებდნენ ღვთაების გამარჯვებას დამანგრეველ ძალაზე. ის იწყებოდა დიდი პროცესიით, სადაც მეფე, მისი სასახლეში მცხოვრები, ქურუმები და ღმერთების ქანდაკებები მონაწილეობდნენ. პროცესიის მონაწილეები იშთარის ჭიშკარში გადიოდნენ და იქიდან აქიტუს გზის მარდუქის ტაძრისკენ მიდიოდნენ.

მეერვე ან მეოთხე დღისას მეფე თავის სასამართლოს ხვდებოდა. უმაღლესი ქურუმი მმართველს აძრობდა სამეფო შესამოსელსა და რეგალიებს. შემდეგ ყურზე მოკიდებით ბელის გამოსახულებასთან მიჰყავდა, სადაც მეფე მუხლის მოდრეკას აიძულებდა. მეფე იწყებდა ლოცვას და თავისი დანაშაულებების მონანიებას.

„მეფის დაპირებების სია გრძელი იყო და შეიცავდა, როგორც ქურუმთა, ისე ხალხის სათხოვარს მეფის მიმართ,“ წერს Jerusalem Post-ი. „როცა მეფე მორჩებოდა თავისი დაპირებების მიცემას, უმაღლეს ქურუმს მისთვის უნდა სახეში გაერტყა. აუცილებელი იყო რომ მეფე ატირებულიყო. ამით ითვლებოდა, რომ ქვეყანას მშვიდობიანი და ბედნიერების მომტანი წელი ექნებოდა“.

მეფის ტირილის შემდგომ მას უბრუნდებოდა სამეფო შესამოსელი. რაც ნიშნავდა, რომ მას ღმერთებისგან ისევ ეძლეოდა ძალაუფლება ხალხისთვის.

„ამით მეფეს კიდევ ერთხელ ახსენებდნენ, რომ გვირგვინის გარეშე ის უბრალო რიგითი მოკვდავი იყო და მეტი არაფერი.“

ეს ტრადიცია სელევკიდების პერიოდშიც იყო შემორჩენილი (ძვ.წ.ა. 312-63 წლები). მის შესახებ რომის იმპერიაშიც იცოდნენ. რომის იმპერატორი ჰელიოგაბალუსი (ახ.წ.ა. 218-222 წლები) სირიული წარმოშობის იყო და ეს ტრადიცია იტალიაში გააცნო ხალხს. ირანში კი ტრადიციულად დღემდე ახალი წელი 21 მარტს აღინიშნება.

დროის რაღაც მონაკვეთში ამ ტრადიციას დაკარგული ექნებოდა თავისი მნიშვნელობა, მაგრამ სახელმწიფო ლიდერს შეახსენო თავმდაბლობა მართლაც საჭირო წესია.