მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი არტეფაქტები იქნა აღმოჩენილი აშკელონის სანაპიროზე

უძველესი არტეფაქტები იქნა აღმოჩენილი აშკელონის სანაპიროზე

35 წლის თომერ მენშარიმ უჩვეულო აღმოჩენა  გააკეთა აშკელონის სანაპიროზე სირბილისას ორკვირანახევრის წინ –  უძველესი ნაგებობის ნაშთები მდიდრულად შემკული ორნამენტებითა და კერამიკის ფრაგმენტებით.

არტეფაქტები გამოჩნდა ამ არეალში ძლიერი შტორმის  გადავლის შემდეგ. „ისტორიულ ნივთებს ამ ადგილას აქამდეც პოულობდნენ, მაგალითად მე ადრე აქ კერამიკის ფრაგმენტები ვიპოვე“, თქვა თომერმა. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მან დეტალურად შეატყობინააღნიშნულის შესახებ ისრაელის სიძველეთა მართვის დეპარტამენტს, უწყებიდან ინსპექტორი არ მოსულა შესამოწმებლად. „რადგან დეპარტამენტიდან არავინ მოსულა, ავდექი და ისინი ისეთ ადგილას შევინახე, სადაც  ვერ მოიპარავდნენ. ძალიან დიდი სირცხვილია რომ სიძველეთა დეპარტამენტიდან არავინ დაინტერესდა, რადგან ეს შეიძლება ისტორიული აღმოჩენა ყოფილიყო“.

undefinedundefined

პირველად არ ხდება, როცა შტორმი აშკელონის სანაპიროებში მოაშიშვლებს მიწას, სადაც არტეფაქტები იქნა ნაპოვნი. ოთხი წლის წინ, გამვლელმა შემთხვევით აღმოაჩინა ქალის ქანდაკება, რომელიც თარიღდება 2 000 წლით, რომაული პერიოდით. 1,2 მეტრის (დაახლ. 4 ფუტი) სიმაღლის ქანდაკება გამოსახავდა უთავო ქალს, რომელსაც ეცვა ტოგა და სანდლები – იგი დიდი ხნის წინ იყო დაზიანებული.

"ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებთ ხალხს არქეოლოგიური ნივთების მდგომარეობის შესახებ ისრაელის ზღვისპირა კლდეებზე და განსაკუთრებით კი აშკელონის სანაპიროებზე; რეგულარულად ვამოწმებთ, ავღრიცხავთ და ფრაგმენტებს კონსერვაციას ვუტარებთ“, აცხადებენ IAA–ში იმ კითხვის პასუხად, თუ რატომ არ გამოგზავნეს ინსპექტორები მენშარის წინა შეტყობინების კვალდაკვალ.

            "აშკელონის კლდოვანი სანაპირო, მსგავსად ისრაელის სხვა კლდიანი ნაპირებისა, წლიდან წლამდე ზიანდება ზამთრის შტორმების წყალობით და ეს ეროვნული პრობლემაა.“

            "ახლახანს სახელმწიფომ ჩამოაყალიბაეროვნული ხელმძღვანელი კომიტეტი, რათა დაგეგმოს კლდოვანი სანაპიროების დაცვის ერთიანი გეგმა, რომლის მიზანიც იქნება არსებული პრობლემების გადაჭრა და დაზიანების აღმოფხვრა. ჩვენ ამჟამად კოორდინაციას ვუწევთ კომიტეტს, თუმცა ჯერ ოპერატიული ღონისძიება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გატარებულა,” ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.