მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი ეგვიპტური სამარხის დამალული ოთახი და  ბაბუინების ისტორია

უძველესი ეგვიპტური სამარხის დამალული ოთახი და ბაბუინების ისტორია

ჯირო კონდოსა და მისი არქეოლოგთა ჯგუფისთვის ეს აღმოჩენა მოხდა რიგითი გათხრების დღისას, რომელიც ლუქსორის მახლობლად მიმდინარეობდა. ლუქსორი გახლავთ ეგვიპტური ქალაქი, რომელიც ცნობილი თავისი უძველესი ტაძრებითა და სამარხებით. მკვლევარები სამეფო გადამწერი უსერჰატის სამარხის აღმოსავლეთ ნაწილს იკვლევდნენ.

„გაწმენდითი სამუშაოებისას კუთხეში ვიპოვვეთ ხვრელი,“ უთხრა კონდომ  Seeker-ს. როცა ხვრელში შევიდნენ, მათ  სამარხის აქამდე უცნობი დამალული ოთახი აღმოაჩინეს.

„ეს ახლად აღმოჩენილი სამარხი ძალიან ლამაზი დეკორაციებითაა სავსე და სავარაუდოდ ახალი სამეფოს პერიოდისაა,“ სადაც  ძვ.წ.ა. 1292-დან 1069  წლამდე პერიოდი იგულისხმება. „სამარხის მფლობელის სახელია ხონსუ, რომელიც „სამეფო გადამწერის“ ტიტულს ატარებდა.“ მისი სახელი გარკვევით იკითხება უძველესი სამარხის კედლებზე.

ოთახის მხატვრობის მრავალ სცენებზე გამოსახულია ხონსუ, მისი ცოლი, ღმერთები ოსირისი და ისიდა ვერძის თავიან ღვთაებებებთან ერთად, რომლებიც უკავშირდება ხნუმს.

„ერთ-ერთ კედელზე გვხდება ღმერთი რას მზის ნავი, რომელსაც თავს უხრიან ბაბუინების მთელი ჯგუფი,“ თქვა კონდომ.

რა ეგვიპტის მთავარ მზის ღვთაებას წარმოადგენდა, თუმცა ითვლებოდა, რომ გადამწერთა სულიერი მუზაც იყო.

ბაბუინები ზოგადად ეგვიპტის ადგილობრივი ცხოველები არ არიან, რის გამოც ბოლომდე გაურკვეველია თუ რატომ გამოსახავდნენ მათ ასე ხშირად. ერთი თეორიით ამის მიზეზი ცხოველთა ქცევაში იყო. ბაბუინები მზის ამოსვლას ყოველთვის ყვირილით ხვდებიან და უყვართ მზეზე წოლა, რის გამოც მზის ღვთაებას უკავშირებდნენ.

ისტორიკოსთა ვარაუდით ეს პრიმატები ეგვპიტეში ნუბიიდან მოიტანეს, რომელიც იყო დღევანდელი სუდანის რეგიონი. ახლად აღმოჩენილი კედლის მხატვრობა წარმოაჩენს, რომ ეს მაიმუნები ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყვნენ ეგვიპტეში.

ითვლება, რომ ბაბუინები უძველეს ეგვიპტელებს შინაურ ცხოველებად ჰყავდათ. ასწავლიდნენ ლეღვის კრეფას და ასევე ისინი პატრონს მუდამ აღვიძებდნენ დილის ყვირილით, რითაც მამალივით ერთგვარი საათის ფუნქციასაც ასრულებდნენ.

სიტყვა „ბაბუინი“ სავარაუდოდ მოდის ეგვიპტური ღმერთ ბაბა-დან. ბაბუინები უკავშირდებოდნენ სიბრძნეს, მეცნიერებას და გაზომვას - ყველა ეს თვისება და ცოდნა საჭირო იყო სამეფო გადამწერისთვის.

კონდო და მისი არქეოლოგთა ჯგუფი გააგრძელებს არქეოლოგიურ გათხრებს. სავარაუდოდ შეძლებენ სამეფო გადამწერთა ცხოვრებაზე უფრო მეტი გაიგონ.