მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი მეომარი, რომელიც გადაურჩა ხერხემალში ჩარჩენილ ისარს

უძველესი მეომარი, რომელიც გადაურჩა ხერხემალში ჩარჩენილ ისარს

2015 წელს სამეცნიერო ჟურნალებში გამოაქვეყნეს, რომ იპოვეს ბრინჯაოს ხანის ისრისთავი, რომელიც მეომრის ხერხემალში იყო. ჩვეულებრივ მსგავსი ჭრილობა სასიკვდილო იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს უძველესი მეომარი დაჭრიდან რამოდენიმე თვე ან შესაძლოა წელი ცხოვრობდა ზურგში ისრით გარჭობილი.

2011 წელს ყორღანის გათხრები მიმდინარეობდა ცენტრალურ ყაზახეთი. სამარხი უკვე გაძარცვული იყო, თუმცა არქეოლოგებმა მაინც იპოვეს ადამიანის მიმოფანტული ძვლების ნაწილები. ნაპოვნის მიხედვით დადგინდა, რომ ძვლები არისტოკრატ დიდებულ მეომარს ეკუთვნოდა საკას საზოგადოებიდან.

საკა (ანუ იგივე სკვითები) იყვნენ მომთაბარე ტომები ცენტრალური აზიის სტეპებში. ისინი ძვ.წ.ა. მე-9 საუკუნემდე არსებობდნენ. მათზე ინფორმაცია ძირითადად ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტეს ჩანაწერებითა და არქეოლოგიური გათხრებითაა ცნობილი.

გათხრები ყორღანზე მალე გაგრძელდება. აღმოჩენილი ძვლები არქეოლოგებს ახალ ინფორმაციას აძლევს ნაპოვნი ნეშთის შესახებ. მაგალითად დადგინდა, რომ ის ეკუთვნოდა 25-დან 45 წლის კაცს, რომელიც სიმაღლეში 174 სანტიმეტრის იყო. კომპიუტერული რადიოგრაფიის მიხედვით აღმოაჩნეს ისარი და ტომოგრაფიული სკანირებით კი დადგინდა ისრის ფორმა. სავადაუდოდ ჭრილობა ბრძოლისას მიიღო.

ისარი სპილენძისაა, ორი ინჩის სიგრძის და როგორც ჩანს ის ჭრილობაში ჩაატეხეს. ჩვეულებრივ ასეთი ჭრილობა ხერხემალში სასიკვდილო უნდა ყოფილიყო და მალევე გარდაცვლილიყო. მაგრამ სკვითმა მეომარმა რამოდენიმე თვე ან წელი იცოცხლა ისართან ერთად. ეს ჩანს ძვლის წანაზარდებზე, რომელიც ისრის გარშემო გაჩნდა. ეს უჩვეულო შემთხვევა დამაინტრიგებელი აღმოჩნდა ბიოარქეოლოგებისთვის.