მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი მესოპოტამიური ურის ლირა (+ვიდეო)

უძველესი მესოპოტამიური ურის ლირა (+ვიდეო)

უცნობია პირველად რომელ კულტურაში შეიქმნა მუსიკა, მაგრამ ულამაზესი შუმერული ინსტრუმენტები ქალაქ ურიდან, ინფორმაციას გვაწვდის უძველეს მუსიკაზე. ისინი ცნობილია როგორც ურის ლირები და ეს მუსიკალური ინსტრუმენტები, თანამედროვე ადამიანებისთვის აღადგინეს.

ურის ლირები რაღაცით თანამედროვე არფას ჰგვანან და მსოფლიოს უძველესი სიმებიანი ინსტრუმენტები არიან. ისინი 1929 წელს არქეოლოგების ჯგუფმა იპოვა, რომელსაც ლეონარდ ვულეი ხელმძღვანელობდა. აღმოჩენა უძველესი ქალაქი ურის სამეფო სამარხების საგანძურში მოხდა. ახლახანს ამ ინსტრუმენტების რეკონსტრუქცია მოახდინეს, რათა დღესაც შეძლონ მათზე დაკვრა.

გასაოცარი ინსტრუმენტების აღმოჩენა

როცა ვულეიმ თხრა დაიწყო ქალაქ ურის მიდამოებში, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამდენად მნიშვნელოვან აღმოჩენას მიაგნებდა. სამარხების წყობაში მრავალი მონა იყო დაკრძალული ბატონებთან ერთად, რაც ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ნაწილია სამარხთა ისტორიიდან.

ლირა არის სიმებიანი ინსტრუმენტი, რომელზეც ხელით უკრავნენ ბგერის მისაღებად. მასზე მუსიკის შესრულება არ იყო მარტივი საქმე. ის შუმერელ მეფეებში ძალზე პოპულარული იყო და სურდათ ინსტრუმენტები თან წაეღოთ გარდაცვალების შემდგომაც. ამგვარად ქალაქ ურის სასაფლაოზე მრავალი ლირა იპოვეს. ისინი ადრეული დინასტიის პერიოდით თარიღდებიან (ძვ.წ.ა. 2250-2450 წლები). მკვლევართა თქმით, ისინი 11 სიმებიანი იყვნენ.

დიდებული ოქროს ლირა

ლირების შენახვა არ იყო მარტივი. ამ მხრივ დიდი ოქროს ლირისთვის განსაკუთრებული პრობლემას ხარის თავის მორთულობა წარმოადგენდა. მრავალი დეკორაციული ნაწილი  ინსტრუმენტიდან დროთა განმავლობაში იშლებოდა. ეს ლირა 33 სმ სიმაღლისაა და 11 სმ სიგანის არის. მათი ფორმა ხარის ტანს მიაგავს. როცა დიდი ლირა იპოვეს, ის თავისი ანიმალისტური მორთულობით სხვებისგან გამოირჩეოდა. არქეოლოგთა გუნდმა ჩაიწერეს მისი ზომები, ფორმა და ყველა დეტალი, რაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ არტეფაქტს.

დიდი ოქროს ლირა 68 ქალის ჩონჩხთან ერთად იპოვეს. სავარაუდოდ ისინი მეფის მსახურები იყვნენ. შესაძლოა ისინი მუსიკოსები ყოფილიყვნენ. შესაძლოა ზოგი მომღერალი და მოცეკვავეც ყოფილიყო. სავარაუდოდ ქალები მოწამლული იყვნენ. მათი დაკრძალვა დაახლოებით 4750 წლის წინ მოხდა.

დედოფალის ლირა

მეორე გასაოცარი ლირა, რომელიც იპოვეს, იყო დედოფალ პუ-აბის საგანძურში, რომელიც სახელგანთქმული კოლექციაც ურს უკავშირდება. ეს დეკორირებული ლირა ცნობილია, როგორც დედოფლის ლირა.

ის დღეს ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციის ნაწილია. ლირა სახელგანთქმულია თავისი სილამაზით. ის 110 სმ სიმაღლისაა და ფორმით ძალიან ჰგავს დიდ ლირას. თუმცა თავისი უნიკალური შეხედულება გააჩნია. ხარის დეკორაცია მასზე მთლიანად ოქროსია, მათ შორის ცხოველის წვერი და თმებიც. თვალები კი ნეფრიტისგანაა (წარმოშობით დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიიდან). ცხოველის რქების მორთულობა კი ნამდვილია.

ვერცხლის ლირა

ვერცხლის ლირა განსხვავდება წინა ზემოთ აღწერილებისგან, რომლებიც ოქროსგან არიან დამზადებულნი. ეს გახლავთ 110 სმ  სიმაღლის და 97 სმ  სიგანის. საერთოდ ორი ვერცხლის ლირაა აღმოჩენილი, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი გახდა ცნობილი და იგი პენსილვანიის უნივერსიტეტში იპოვეს. ლურჯი დეკორატიული დეტალები ნეფრიტისგანაა, მაგრამ მას არ აქვს ხარის თავი. ის უფრო ძროხასას ჰგავს, ვიდრე ხარისას.

თანამედროვე მუსიკოსები შუმერული ინსტრუმენტებით

ურის ოქროს ლირა გაანადგურეს, როცა ბაღდადში 2003 წელს მუზეუმში მძარცველები შეიჭრნენ. ამის შემდგომ მრავალი მუსიკის მოყვარული დაინტერესდა უძველესი მესოპოტამიური ინსტრუმენტებით. მუსიკოსი ბილ ტეილორი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც მისი კიდევ ერთხელ ამღერება გადაწყვიტა. ის იმ მუსიკოსებს შორისაა, რომლებმაც უძველესი ინსტრუმენტის ჟღერადობის აღდგენა სცადეს. მკვლევართა მეშვეობით მან უძველესი ლირის რეკონსტრუქციის თანხმლებით წაიკითხა მესოპოტამიური პოეზია.