მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი პაპირუსი სადაც პირველად იხსენიება იერუსალიმი (+ვიდეო)

უძველესი პაპირუსი სადაც პირველად იხსენიება იერუსალიმი (+ვიდეო)

უძველესი ხსენება იერუსალიმზე 2700 წლის წინანდელ გრაგნილზე, არა ბიბლიური წყაროდან იპოვეს.

ისრაელის სამმართველომ გამოაქვეყნა იშვიათი პაპირუსის ფრანგმენტი, რომელიც მკვდარი ზღვის გრაგნილებზე ძველია და ის გახლავთ უძველესი არაბიბლიური ხელნაწერი სადაც ნახსენებია იერუსალიმი.

ისრაელის სიძველეების სამმართველომ დოკუმენტი აღმოაჩინა, როცა ის იუდეას უდაბნოს გამოქვებულიდან სიძველეების ქურდებმა წამოიღეს.

ნახშირბადული დათარიღების მიხედვით ხელნაწერი ძვ.წ.ა. მე-7 საუკუნისაა. ის ებრაული ბიბლიის მიხედვით პირველი ტაძრის დროინდელი გახლავთ, რომელიც მეფე სოლომონს ძვ.წ.ა. 957 წელს უნდა აეგო და 400 წლის შემდგომ ბაბილონელებმა დაანგრიეს.

ამ ებრაულ ხელნაწერში იკითხება შემდეგი:

„მეფის მოახლე ქალისგან, ნაარატიდან [ადგილი ჯერეკოს მახლობლად], ღვინის ქილები იერუსალიმში,“ - იკითხება 2700 წლის წინანდელ პაპირუსში.

სიძველეების სამმართველოს მიხედვით ესაა ფრანგმენტი დოკუმენტიდან, რომლის მიხედვით ხდებოდა იერუსალიმში წასაღები გადასახადებისა და საქონლის აღრიცხვა, რომელიც იმ დროს იუდეას სამეფოს დედაქალაქი იყო.

„ესაა პირველი შემთხვევა ჩვენ გვხდება სახელი იერუსალიმი პაპირუსზე და ის ქალის დაწერილია. ეს ამაღელვებელია,“ თქვა პნინა შორმა, მკვდარი ზღვის გრაგნილების პროექტის კურატორმა და დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ხელნაწერის მიხედვით იუდეის სამეფოში ქალს უჩვეულოდ მაღალი სტატუსი ჰქონდა თავისი დროისთვის და სახელმწიფო ადმინისტრაციაში მუშაობდა.

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღინიშნა ებრაელ ხალხთა კავშირი ქალაქ იერუსალიმთან.

„ამ პაპირუსის აღმოჩენა კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ ებრაელ ხალხთა დედაქალაქი მუდამ იყო და დარჩება იერუსალიმი,“ თქვა მირი რეგევმა, ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრმა.