მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი რომაული წყევლის ფირფიტები

უძველესი რომაული წყევლის ფირფიტები

რომაელები იყვნენ პირველი ხალხი, რომლებსაც მეხანძრეები ჰყავდათ, მაგრამ ისინი არ იყვნენ პირველნი, რომელთაც პოლიცია ჰყავდათ (თუ არ ჩავთვლით ღამის გუშაგებს). ამიტომაც ქურდებისგან დაზარალებულ ხალხს სამართლისთვის თავიანთი გზის ძიება უწევდათ. ყველაზე გავრცელებული ხერხი საამისოდ იყო ღმერთებთან ჩივილი და ქურდის დაწყევლა ფირფიტების მეშვეობით.

წყევლის ფირფიტები რომის იმპერიის მრავალ მხარეს არის აღმოჩენილი, ჩვეულებრივ ესაა ტყვიის ლითონზე წარწერილი ტექსტი. სხვა მატერიალი, როგორიცაა ხე, პაპირუსი და ქვაც გამოიყენებოდა. თუმცა, ტყვია ყველაზე უფრო ხშირად გვხდება.

რომაული აბანო ხშირად მძარცველთა საყვარელი ადგილი იყო. როცა ხალხი აბანოში მიდიოდა, მათ თავიანთი ნივთების საწყობში დატოვება  უწევდათ. ეს ქურდებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო, რადგან ხშირად ეს  აბონოს ყველაზე დაუცველი ადგილი იყო. ხანდახან აბანოს პატრონები მცველებს ქირაობდნენ ქურდებისგან თავდასაცავად, მაგრამ ეს ყოველთვის არ შველოდა. წყევლა დაზარალებულთათვის ერთ-ერთ დამცავ საშუალებად მიიჩნეოდა.

მაგალითად დიდ ბრიტანეთში 130 წყევლის შემცველი ფირფიტა იპოვეს, რომელიც ქალღმერთ სულის მინერვას მიმართ იყო მიძღვნილი და დამნაშავეს საშინელ ბედს უწინასწარმეტყველებდა. ერთ-ერთია მაგალითად:

„დოციმედისმა ორი ხელთათმანი დაკარგა და ითხოვს ქურდი დაისაჯოს ქალღმერთის ტაძარში ჭკუიდან შეშლით და დაბრმავებით.“

რომში ქალღმერთი მინერვა იყო სიბრძნის, კურნების, ხელოვნების, სტრატეგიისა და მაგიის ქალღმერთი. კელტები კი ეთაყვანებოდნენ ქალღმერთ სულისს, რომელიც მზის და ნაყოფიერების მცველი იყო. ორივე ღვთაება ბრიტანეთში ერთი ქალღმერთის კულტად გადაიქცა.

ყველაზე მეტი წყევლის ფირფიტა აღმოჩენილია ბრიტანეთში, რომაული აბანოს გათხრებისას. 10 000 წლით წინ, წყარო რომელიც კელტებისთვის წმინდა ადგილად ითვლებოდა, რომაელების მოსვლის შემდეგ ამ ადგილას აბანო სახელად „აკუა სულის“ ააშენეს და ამ ადგილას ჯერაც შემონახულია ნაგებობების ნანგრევები და მილები, საიდანაც წყალი დიდ აუზში ჩაედინება.

მართალია წყევლის შემცველი ფირფიტების უმეტესობა აბანოსთან ინახობოდა, მაგრამ არა ყველა მათგანი. მაგალითად 2008 წელს უძველეს ქალაქ ამათუსში, კვიპროსის კუნძულზე აღმოჩნინეს წყევლის ფირფიტა სადაც ქურდს უსურვებდნენ „სასქესო ორგანო ატკენოდა, როცა ის ვინმეს სარეცელს გაიზიარებდა“. ეს ფირფიტა ახ.წ.ა. მე-7 საუკუნისაა, მაშინ როცა წესით ქრისტიანობა გავრცელებული რელიგია უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ მსგავსი წარმართული წესები რელიგის შეცვლის მიუხედავად კიდევ დიდხანს დარჩა.

ეს ფირფიტები ისტორიკოსებს ეხმარება უკეთ შეისწავლონ  რომაული საზოგადოება და ის პრობლემები, რომელიც იქ ხშირად გვხდებოდა.