მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი სამარხის ქვეშ კიდევ უფრო ძველი სამაროვანი აღმოჩნდა (+ვიდეო)

უძველესი სამარხის ქვეშ კიდევ უფრო ძველი სამაროვანი აღმოჩნდა (+ვიდეო)

ბრიტანელმა არქეოლოგებმა უელსში, კუნძულ ანგლსიზე ნეოლითის სამარხის გარშემო უძველესი სამაროვანი აღმოაჩინეს.

ქვის წრე და ჰენჯი (მიწის ყორღანი) კუნძულ ანგლსიზე ქვის ხანაში ააგეს. მას სავარაუდოთ რიტუალური მიზნებისათვის იყენებდნენ. ნეოლითის ფენა დამწვარი ორგანიკის ფერფლს შეიცავს, მათ შორის ადამიანის ძვლის მასალისასაც. შემდგომში, ბრინჯაოს ხანის დასაწყისში, ქვის წრე მოარღვიეს, ხოლო მოედნის ცენტრში სამარხი ააგეს, რომლის თავზეც ყორღანი აღიმართა. სამარხამდე სწორი დერეფანი გაიყვანეს, რომლის მეშვეობითაც მზებუდობის დროს მზის პირდაპირი სხივები სამარხს ანათებდა. ამ ადგილს ბრინ-ქელი-დი ეწოდება (ვალიურიდან ბორცვი ბნელ (ანდა წმინდა) კორომში).

 ბოლო სამი წლის გათხრებმა აჩვენა, რომ ეს ძეგლი უფრო ძველია, ვიდრე სამარხი და მის გარშემო არსებული მიწაყრილი: მათ აგებამდე ბრინ-ქელი-დი უკვე ასრულებდა სამაროვანის როლს. ხუთი ათასი წლის სამარხის ტერიტორიაზე ქვაზე შესრულებული ნახატები და კერამიკის ფრაგმენტები აღმოჩნდა. „როცა სამუშაოს ვიწყებდით ვიცოდით, რომ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ რამდენად, წარმოდგენა არ გვქონდა“, ჰყვება ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის არქეოლოგი სერენ გრიფიტსი (Seren Griffiths).  ახლა არქეოლოგებმა უკვე იციან, რომ სამარხის აგებამდე ბრინ-ქელი -დი ადამიანებისათვის უკვე საკრალურ ადგილს წარმოადგენდა.