მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი სახელი რომელიც ისტორიას შემორჩა

უძველესი სახელი რომელიც ისტორიას შემორჩა

ადამიანის უძველესი სახელი, რომელიც ისტორიამ იცის, არის შუმერელი ადამიანი, რომელიც სამხრეთ შუამდინარეთში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მართალია მიჩნეულია, რომ ადამიანებს საკუთარი სახელები სავარაუდოდ პრეისტორიულ დრომდე ჰქონდათ,  მაგრამ არც ერთი არ შემორჩენილა. მიუხედავად მათ მიერ დატოვებული კვალისა, ჩვენ არასდროს გვეცოდინება მათი სახელები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობდა დამწერლობა ამის შემოსანახად.

ვინ იყო - ღმერთი?  მონარქი?  თუ  წმინდა  ადამიანი?

უძველესი წერილობითი წყარო, რომელიც შემოგვრჩა ძირითადად სახელმწიფო ჩანაწერები გახლავთ. ამგვარად მრავალს ჰგონია, რომ უძველესი ადამიანის სახელი, რომელიც შემოგვრჩა მმართველი ან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. სინამდვილეში ეს ასე არაა.

სახელი, რომელიც შემოგვრჩა, არის ქუშიმი, რომელიც ძვ.წ.ა. მე-4 ათასწლეულისას მცხოვრები შუმერი იყო. სახელი „ქუშიმი“ გვხდება თიხის ფირფიტაზე, რომელსაც „ქუშიმის ფირფიტებს“ ეძახიან. წარწერები ვაჭრობას ეხება. თარგმანის მიხედვით თიხის ფირფიტა შემდეგნაირად იკითხება, „29,086 წონის ქერი 37 თვეში, ქუშიმი“. ითვლება, რომ ქუშიმი პიროვნების ხელმოწერაა, თუმცა ზოგი ვარაუდიდ ის არა სახელი, არამედ ადამიანის ხელობას ნიშნავს.

სხვა პრედეტენდები

გარდა ქუშიმისა სხვა სავარაუდო უძველესი სახელებიც არიან პრედეტენდები. სხვა ასევე ძველი შუმერული თიხის ფირფიტა ახსენებს სახელ გალ-სანს. წარწერის მიხედვით გალ-სანი ორი მონის მფლობელია, მისი ორი მონა კი არიან ენპაპქსი და სუკალგირი. ზოგი მკვლევარის მიხედვით გალ-სანი არის დანამდვილებით უძველესი ადამიანის სახელი რომელიც შემორჩა ისტორიას. თუმცა, მოიპოვება სხვა უძველესი სახელი - თურგუნუ სანგა, რომელიც თურგუნუს ოჯახის ხარჯაღმრიცხველი იყო.

ამ სახელების მიხედვით ჩანს, რომ უძველესი ადამიანის სახელები რომელიც ისტორიას შემორჩა სულაც არაა საზოგადოების უმაღლესი ფენის წარმომადგენლების, არამედ დაბალი კლასის უბრალო ადამიანები. დასკვნა, რომელიც აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ, ისაა რომ ადამიანებმა წერა დაიწყეს რათა ყოველდღიური საქმიანობის შესახებ აღრიცხვა ჩაეტარებინათ და არა იმიტომ, რომ თავიანთ დიდებაზე ესაუბრათ. მეფეთა და ღმერთების სახელები ქუშიმის შემდგომი პერიოდიდან გვხდება.