მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესმა ნახატებმა კაცობრიობის ისტორიის განმსაზღვრელი კომეტის  ჩამოვარდნის შესახებ მოგვითხრეს

უძველესმა ნახატებმა კაცობრიობის ისტორიის განმსაზღვრელი კომეტის ჩამოვარდნის შესახებ მოგვითხრეს

ქვის წინარეისტორიული   ბარელიეფი ადასტურებს, რომ ჩვენს ერამდე 11 000 წლის წინათ დედამიწაზე ჩამოვარდა კომეტა, რომელმაც ბრიტანელი მეცნიერების აზრით მამონტების გადაშენება და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბება გამოიწვია.

  ედინბურგის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გააანალიზეს თურქეთის სამხრეთში გებეკლი-ტეპეს სატაძრო კომპლექსში ქვის ბოძებზე არსებული  ამოჭრილი სიმბოლოები. ისინი შეეცადნენ გაერკვიათ შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს გამოსახულებები დაკავშირებული ყოფილიყვნენ თანავარსკვლავედებთან.

 მეცნიერთა აზრით ნახატები დედამიწაზე კომეტის ფრაგმენტების ვარდნას ასახავენ, რომელიც დაახლოებით გვიანი დრიასის (გამყინვარების პერიოდი) დასაწყისში მოხდა. მაშინ როგორც იძახიან „კაცობრიობის მთელი ისტორიის გეზი შეიცვალა“.

მეცნიერებს მრავალი ათეული წლები მიაჩნდათ, რომ კომეტის ვარდნას შეეძლო პლანეტაზე მკვეთრი აციება გამოეწვია. მაგრამ ბოლო წლებში ეს თვალსაზრისი ეჭვის ქვეშ დააყენეს. ეს განსაკუთრებით ჩრდილო ამერიკაში მეტეორული კრატერების შესწავლის შემდეგ მოხდა. სწორედ აქ უნდა ჩამოვარდნილიყო კომეტის ფრაგმენტები.

 გებეკლი-ტეპეს ერთ-ერთ სვეტზე გამოსახული ნახატების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ქვაზე სიმბოლურად ასტრონომიული ობიექტებია გამოსახული - თანავარსკვლავედები და კომეტები.

 კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით  მეცნიერებმა აღადგინეს თურქეთის თავზე იმ დროს ვარსკვლავების განლაგება და განსაზღვრეს კომეტის ჩამოვარდნის დრო - დაახლოებით 10 950 წელი ჩვენს ერამდე. ეს გვიანი დრიასის ერის ზუსტი დასაწყისია, რომელიც თავის დროზე გრენლანდიის ყინულოვანი კერნებით განსაზღვრეს.

 სწორედ გვიანი დრიასის პერიოდში ჩნდება სოფლის მეურნეობა და პირველი ნეოლითური ცივილიზაციები. ახლო აღმოსავლეთში ადრე  მომთაბარე ტომები ველური ხორბლითა და ქერით კმაყოფილდებოდნენ, რომლებიც ამ რაიონში უხვად იზრდებოდა. მაგრამ აციებამ  ადამიანები აიძულა თავად დაეწყოთ მარცვლეულის თესვა. სოფლის მეურნეობის ათვისების შემდეგ პირველი ქალაქებიც გაჩნდა.

 მეცნიერების ვარაუდიოთ გებეკლი-ტეპეში სატაძრო კომპლექსში ქვაზე ნატეხი ნახატები ჩვენს ერამდე 9000 წლით თარიღდება. ისინი ჩაფიქრებული იყო როგორც კატაკლიზმის მოსაგონარი. აქ მცხოვრებ ხალხებს ახსოვდათ მაშინ მომხდარი მოვლენები და ამგვარად შემოინახეს მასზე მოგონებები. ქვაზე გამოკვეთილი ერთი ფიგურა თავმოჭრილ ადამიანს გამოსახავს. შესაძლოა ეს მინიშნებაა მასშტაბურ მსხვერპლზე, რომელიც კომეტის ვარდნამ გამოიწვია.

 მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ დედამიწას კომეტების ვარდნის პერიოდულობა ახასიათებს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ პლანეტის ორბიტა კომეტების ორბიტალურ რგოლებს გადაკვეთს.