მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესმა სათამაშომ რომაული ეტლების საიდუმლო გათქვა

უძველესმა სათამაშომ რომაული ეტლების საიდუმლო გათქვა

ეტლების რბოლა ორი ათასი წლის მანძილზე სპორტის პოპულარული სახეობა იყო. მათ ატარებდნენ ძველ საბერძნეთში, რომსა და ბიზანტიაში, მიკენის დროიდან 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემამდე. უძველეს იპოდრომებზე ეტლების მიერ დატოვებული კვალი მიუთითებს მათ დიდ რაოდენობაზე, მაგრამ მათგან თითქმის არაფერი არაა შემორჩენილი. ორგანიკის ნაწილები მალე ლპებოდა, ხოლო ლითონის ნაწილებს ადნობდნენ და სხვა საქმეში იყენებდნენ. სწორედ ამიტომ უძველესი ეტლების მოწყობილობის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით.

ზოგიერთი დეტალის აღდგენა შეიძლება მცირე რაოდენობის არტეფაქტებით. ასე მაგალითად  XIX საუკუნის 90-იან წლებში, რომში უნიკალური ნივთი აღმოაჩინეს -  ბრინჯაოს სათამაშო ეტლი, რომელიც ახლა ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. იგი ბიგის (biga) შემცირებული მოდელია - ორთვალა ეტლის, რომელშიც ორ ცხენს აბავდნენ (ერთი ცხენის და მეეტლის ფიგურა არ შემორჩენილა). მკვლევართა აზრით ეს ძალიან ძვირფასი სათამაშო იყო და შესაძლოა თვით ნერონსაც ეკუთვნოდა.

ტიბრის ეტლი დიდი ხნის შემდეგაც იპყრობს მკვლევართა ყურადღებას. 2014 წელს საინტერესო უცნაუროიბა აღმოაჩინეს: მისი მარჯვენა ბორბალი უფრო დიდი ზომის იყო და მის ფერსოს თხელი ზოლი მიუყვებოდა. დოქტორ ბელა შანდორს, ვისკონსინის უნივერსიტეტიდან მიაჩნია, რომ ეს უბრალოდ არ იყო გაკეთებული. მართლაც ოსტატისათვის უფრო ადვილი იყო ერთნაირი ბორბლების ჩამოსხმა. შესაბამისად ასიმეტრია აქ სპეციალურად იქნა გაკეთებული - შესაძლოა იმიტომ, რომ დამკვეთმა ზუსტი ასლი მოითხოვა. მკვლევართა აზრით „შინა“ რკინის ზოლს უნდა წარმოადგენდეს.

 ამგვარი ეტლის თვლებს ხისგან ამზადებდნენ დიდი დატვირთვის დროს თვლები ხშირად ტყდებოდნენ, ამიტომაც მათ სიმაგრისათვის რკინის თხელი ზოლით ამაგრებდნენ. მაგრამ რატომ იყო ეს ზოლი მხოლოდ ერთი და ისიც მარჯვენა თვალზე?

ბელა შანდორს თავისი ახსნა გააჩნია. ორივე თვლის გამაგრება ეტლს ამძიმებდა. ამასთან ეტლები საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდნენ. ამ დროს ყველაზე მეტი დატვირთვა სწორედ მარჯვენა თვალზე მოდის და ძველი ოსტატებიც სწორედ მას ამაგრებდნენ. 

გამოთვლებმა აჩვენა, რომ თვლების ამგვარი „ასიმეტრია“ ყველაზე ოპტიმალური იყო: რკინის ფერსოების გარეშე გამარჯვების შანსი 50%-ს შეადგენდა, ორივე თვლის გამაგრების შემთხვევაში მხოლოდ 30%-ს და ერთი გამაგრებული თვლით 80%-ს. სავარაუდოთ ძველი ოსტატები ამგვარ გამოთვლებს არ აწარმოებდნენ - ისინი წონასა და სიმტკიცეს შორის კომპრომისს ცდის გზით პოულობდნენ.

ტიბრის მოდელმა  მეცნიერებს ეტლის პარამეტრების განსაზღვრის საშუალებაც მისცა, მის თვლებს შორის მანძილი 155 სანტიმეტრი იყო, თვლის დიამეტრი 65 სანტიმეტრი ხოლო ეტლის წონა 25-30 კილოგრამი.