მნიშვნელოვანი სიახლეები
უნიკალური მიკენურ სამარხზე ახალი ინფორმაცია გაჩნდა (+ვიდეო)

უნიკალური მიკენურ სამარხზე ახალი ინფორმაცია გაჩნდა (+ვიდეო)

არქეოლოგებმა ახალი ცნობები მიიღეს მიკენურ თოლოსის სამარხზე, რომელიც 2014 წელს საბერძნეთში ამპისას მახლობლად, ამბლიანოს გორაზე აღმოაჩინეს. სამარხი დასავლეთში განსაკუთრებულ აღმოჩენად ჩათვალეს და ცენტრალური საბერძნეთის მონუმენტურ სამარხების იშვიათ ტიპს მიაკუთვნეს.

Archaeology News Network-ის ცნობით სამარხს წინ  9 მეტრი სიგრძის გზა მიუყვება. თავად გზას მრგვალი ფორმის ოთახში მიყავხარ, რომლის დიამეტრი 19.5 მეტრია და  ბათქაშით შელესილი იატაკი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქვის ფილებისგან ნაგები თოლოსის სტრუქტურა დაინგრა, ოთახის კედლები მაინც კარგ მდგომარეობაშია შემონახული. არქეოლოგების აზრით სამარხი ორ საუკუნეზე მეტ ხანს გამოიყენებოდა, ძვ.წ.ა. მე-13-დან მე-11 საუკუნემდე.

სამარხში ნაპოვნი

საიტი Archaeology Newsroom იტყობინება, რომ სამარხის შიდა ოთახში  სხვადასხვა ოსტეოლოგიური მასალა აღმოჩნდა, განსაკუთრებით ცენტრსა და კედლების გარშემო. ნაპოვნში შედიოდა რამოდენიმე თიხის ჭურჭელი, ფიგურები, იარაღები, დიდი რაოდენობით მძივები,  ნახევრად ძვირფასი ქვების სამკაულები და ბეჭდები, რომლებზეც ცხოველებია გამოსახული.

ახლად აღმოჩენილი ბეჭდების ჯგუფი განსაკუთრებით საინტერესოა. უმეტესობაზე ხის გვერდით მჯდომარე ცხოველებია გამოსახული და  ბოლო მიკენური პერიოდით თარიღდება. ასევე აღმოჩენილია ფიგურების მეორე საინტერესო ჯგუფი,  რომელზეც ხარზე მოხტუნავე ადამიანებია გამოსახული. ამგვარი ფიგურები მეთანაშიც იპოვეს.

თიხის ნივთებში ასევე შედის სამფეხა სავარძელი და ნატეხები, რომელიც სავარაუდოთ მაგიდის ან სამარხის კუბოსი იყო. სამარხის ნივთების სიაში არის მთლიანი ბრინჯაოს სასმისები და ოქროსგან, ქაშანაურის თიხიგან და შუშისგან დამზადებული ნივთები.

undefined

 როგორც ჩანს გარდაცვლილთა ნათესავები ახალი საფლავებისთვის სამარხს წმენდნენ და წინა გარდაცვლილებს სხვაგან გადაასვენებდნენ ხოლმე.

ამან გამოიწვია სამარხის იატაკის ამოწევა და პატარა კიბეების გაკეთება შესასვლელთან. არქეოლოგებმა უმეტესად სასმისები იპოვეს. ზოგი მათგანი გასაოცარია თავიანთი ლამაზი დეკორაცებით.

აღმოჩენის მნიშვნელობა

იშვიათი სამარხების შესწავლა საჭიროა რათა მეცნიერებმა უკეთ შეძლონ მიკენური პერიოდის გაგება როგორც ჩრდილო ბეოტიასა და ფოკიდაში - უძველესი ბერძნული ადგილები, რომელზეც დღეს ცოტა რამაა ცნობილი.

ასევე თოლოსის სამარხში გამოვლინდა ახალი ინფორმაცია მიკენური პერიოდის მიდამოს ტოპოგრაფიასა და ადგილობრივთა კულტურულ განვითარებაზე.

სამარხის სწავლას კიდევ აგრძელებებ არქეოლოგები, რომლებსაც ხელმძღვანელობს დოქტორი ელენა კოუნტოირი. ამასთან დაკავშირებით 2016 წლის ბოლოსთვის ისინი ახალი შრომების გამოქვეყნებას გეგმავენ.