მნიშვნელოვანი სიახლეები
უნიკალური მიწისქვეშა ქალაქი უძველესი თურქეთის ტერიტორიიდან

უნიკალური მიწისქვეშა ქალაქი უძველესი თურქეთის ტერიტორიიდან

თურქეთის პროვინცია კაისერში ახალი უძველესი მიწისქვეშა დასახლება გამოჩნდა. ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მეცხვარეების მეშვეობით 52 ოთახი/გამოქვაბული დაემატა თურქეთის გასაოცარ მიწისქვეშა სამყაროს.

Daily Sabah-ის ცნობით, ამ ახალ დასახლებას  მკვლევარებიკაისერის მეტროპოლიტანური მუნიციპალიტეტის, ობრუკის გამოქვაბულის მკვლევართა ჯგუფის და კულტურულ ძეგლთადა გარემოს დაცვის ფონდთან ერთად იკვლევენ. ეს ახალი აღმოჩენები 2014 წლიდან მიმდინარეობს, რომელიც ამ რეგიონის მიწისქვეშა დასახლებების შესასწავლად დაიწყო.

ამ მიწისქვეშა დასახლებასთან ეკლესია და რამოდენიმე მიწისზედა ნაგებობა აღმოაჩინეს. ობრუკის გამოქვებულის მკვლევართა ჯგუფის მიხედვით „მიწისქვეშა დასახლებების უმეტესობა ქრისტიანეების აშენებულია, დაახლოებით მე-6-დან  მე-11 საუკუნეებს შორის.“

განსაკუთრებული აღმოჩენა

ბელაღასის მიწისქვეშა ქალაქი, 80 მეტრი სიგრძისაა. ანატოლიის სახელგანთქმული მიწისქვეშა ქალაქებისგან მას ორი რამ განასხვავებს. უპირველეს ყოვლისა ბელაღასი ჰორიზონტალური მანერითაა აშენებული, განსხვავებით ვერტიკალური კაპადოკიის დასახლებებისა. მეორეც შესაძლოა თურქეთში ბელაღასი იყოს 50 ოთახზე მეტიანი მიწისქვეშა ქალაქი.

ვინ იყვნენ იქ მცხოვრები ხალხი? ბელაღასის მიწისქვეშა ქალაქის მცხოვრებლებზე არაფერია ცნობილი, არც ის თუ რატომ აშენდა. როგორც წესი მიწისქვეშა დასახლებები თავდასაცავი მიზნით შენდებოდა. ამასთან ისინი ხშირად გამოიყენებოდა წყლის, საჭმლის შესანახად ან საცხოვრებელი მიზნით.

ობრუკის გამოქვებულების კვლევის ჯგუფის მიხედვით ანატოლიის მიწისქვეშა ქალაქების დანიშნულება შემდეგი იყო: „მიწისქვეშა ქალაქები რომლებიც ბიზანტიური პერიოდისას აშენდა, იშვიათია. სასანიდთა შემოტევებისას მე-6 საუკუნეში, შემდგომ მე-7-ში არაბთა და მე-8-ში სელჩუკთა მოსვლით მრავალი მიწისქვეშა ქალაქი აშენდა. მშენებლობა მე-6 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე გაგრძელდა. ისინი არა მუდმივ საცხოვრებლად იყო გათვალისწინებული, არამედ დასამალავად. ასეთ ქალაქებს ჰქონდა პრობლემები ვინტილაციასა და წყლის მომარაგებასთან დაკავშირებით. როგორც წესი იქ  2 კვირამდე რჩებოდნენ და თავს აფარებდნენ. ანატოლიის ადგილობრივი ქრისტიანეები მას თავშესაფარად 500 წლის განმავლობაში იყენებდნენ.“

ბელაღასის მიწისქვეშა ქალაქების აღმოჩენა არ იყო სრულიად მოულოდნელი. როგორც ობრუკის გამოქვაბულის კვლევითმა გუნდმა 2016 წლის ინტერვიუში გააცხადა. „კაისერი სავსეა მიტოვებული მიწისქვეშა ქალაქებით. ყოველ ჯერზე კვლევებისას 5 დასახლებას მაინც ვაწყდებოდით. აქამდე 30-მდე დასახლებული პუნქტი აღმოვაჩინეთ. იქ უფრო მეტია, ვიდრე 50 მიწისქვეშა ოთახი და ჩვენ მასზე ვიმუშავებთ.“