მნიშვნელოვანი სიახლეები
ვალენსიაში XV საუკუნის ღვინის მარანი აღმოაჩინეს

ვალენსიაში XV საუკუნის ღვინის მარანი აღმოაჩინეს

ფაბრიკა Bombas Gens-ის ხელოვნების ფონდ Fundació Per Amor a l’Art-ის შტაბ-ბინად გადაკეთების სამუშაოებისას არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა.

მეცნიერებმა 39 კვადრატული მეტრის ფართის მარანი აღმოაჩინეს, რომელიც XV საუკუნის ბოლოს - XVI საუკუნის დასაწყისში ააგეს. როგორც არქეოლოგი პალომა ბეროკალი იუწყება, ამ აღმოჩენას, ობიექტის კარგი მდგომარეობის გამო დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

წინასწარი მონაცემებით, ღვისნის მარანი  La Casa de Comets-ის მამულს ეკუთვნოდა და ღვინისა და ზეთის  საწარმოებლად და შესანახად გამოიყენებოდა. ბეროკალის სიტყვებით, შენობა XVII საუკუნეში დაანგრიეს, სარდაფი კი გადარჩა. გათხრებისას ყოფითი ნივთები და ძველებური ფილები აღმოაჩინეს.

Fundació Per Amor a l’Art-ის ფონდის წარმომადგენლებს სურთ რაიონის ისტორიული მემკვიდრეობის ელემენტები ერთმანეთს დაუკავშირონ. „ჩვენ ამ აღმოჩენის საერთო პროექტთან ინტეგრაციის შესაძლებლობას ვსწავლობთ. ჩვენ გვინდა იგი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს“, - ამბობს ფონდის დირექტორი სუსანა ლორიეტი.