მნიშვნელოვანი სიახლეები
ვარსკვლავების რუკა და შენენმუტის საიდუმლოებები (+ვიდეო)

ვარსკვლავების რუკა და შენენმუტის საიდუმლოებები (+ვიდეო)

ეგვიპტის პირამიდების კომპლექსების მშენებლები ძალიან გაწაფულები ასტრონომები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი შენენმუტის სახელითაა ცნობილი.

დღეს ასტრონომები იმდენად კარგად არიან ჩახედულნი თავიანთ საქმეში, რომ მათ შეუძლიათ კომპიუტერული პროგრამები დაწერონ, რომელიც ითვლის დედამიწის მდგომარეობას და მრავალი საუკუნის წინათ ან სამომავლოთ, ვარსკვლავთა განლაგებას ადგენს. გაგიკვირდებათ და შენენმუტსაც შეეძლო იგივეს გაკეთება.

undefinedundefined

როგორც ზემოთ ისე ქვემოთაც

ეგვიპტოლოგებს სჯერათ, რომ მე-18 დინასტიის მოხელე შენენმუტი, სათანადო პატივის გარეშე გარდაიცვალა. სამარხი, რომელიც მან ააშენა (სამარხი TT -353, რომელიც 60 მეტრის მიწის ქვეშ ჩადის და ბოლო მეოთხე სართული დაუმთავრებელი აქვს) არასდროს გამოყენებულა მის სამარხად. ამის მაგიერ ის დაიმარხა ნომერ TT- 71 სამარხში, რომელიც მთლიანად განადგურდა. მისი დაუმთავრებელი ასტრონომიული ნიშნებით ამოტვირფული ჭერი TT-353-ე სამარხზე, მის დაუმთავრებელ მეოთხე სართულზე ჯერ კიდევ იმყოფება.

სავარაუდოდ გეგმაში იყო მეოთხე სართულის შემდგომ მეხუთის დამატებაც. ეს სამარხი იგივე დიზაინითაა ნაგები, რომლითაც სხვა მრავალი ეგვიპტური მიწისქვეშა სამარხი. მას აქვს სამი დამთავრებული და  მეოთხე დაუმთავრებელი სართული და პატარა დატოვებული ადგილი, სადაც სავარაუდოდ შემდგომი სართულის შენება უნდა დაწყებულიყო.

undefinedundefined

შენენმუტის ასტრონომიული ცხრილი

ეგვიპტოლოგებს სჯერათ, რომ შენენმუტის ასტრონომიული ჭერი „შეიცავს ჩრდილოეთის თანავარსკვლავედების იშვიათ გამოსახულებას და წლის თორმეტ თვეს, რომელიც წრეებშია სიმბოლიზირებული. ვარსკვლევაბის პოზიციის შესწავლით დადგინდა, რომ ჭერის გამოსახულება ძვ.წ.ა. 1463 წლის ცის მოხატულობაა, ანუ თუტმოს III-ის მეფობის მე-17 წელი.“ თუმცა ვერ დადგინდა ეს ფიგურები აქ როგორ გამოისახა.

ჭერზე გამოსახულია „ციური დიაგრამა, რომელშიც შედის ჩრდილო და სამხრეთ პანელები, რომლებიც დისკოს ფორმაში თანავარსკვლავებს გამოსახავებ; თითოეული დაყოფილია 24 სექციად, რაც უნდა ნიშნავდეს  24 საათიან პერიოდზე, მთვარის ციკლზე და ეგვიპტის წმინდა ღვთაებებზე.

undefinedundefined

დენდერას ტაძარი

დენდერას ტაძრის ცნობილი ასტრონომიული ჭერი მიანიშნებს თანავარსკვლავედებს და მათ მოძრაობებს ორი სხვადასხვა გზით. მთელი კედლის ფერწერა 12 ფიგურისგან შედეგბა და გამოსახავენ მითოლოგიურ პერსონაჟებს, რომლებიც თანავარსკვლავედებს უკავშირდებიან. ზოდიაქოს ეს ფიგურები ასევე კალენდარსაც წარმოადგენენ.

ჩვენ ვიცით, რომ ასტრონომ შენენმუტს შეეძლო დედამიწის მდგომარეობა განესაზღვრა წარსულში, ამრიგად შესაძლებელია, რომ მას ასევე შეეძლო ვარსკვლავთა განლაგება სამომავლოდაც გამოეთვალა და ამრიგად ვარაუდობენ, რომ დენდერას ტაძრის მოხატულობაც მისი შექმნილია.

ორივე ჭერის გამოსახულებაზე გვხდება ორიონი, კურო და გველეშაპის თანავარსკვლავედი. ტაძრის მოხატულობაზეც, ისევე როგორც სამარხში ვარსკვლავები 24 ნაწილადაა დაყოფილი.

მართალია დღემდე გაურკვეველია თუ რატომ დაიმარხა გასაოცარი ასტრონომი სათანადო პატივის გარეშე, თუმცა მისი ვარსკვლავთა მოხატულობა უკვე საკმარისი აღმოჩნდა მისი ხსოვნის უკვდავსამყოფად.