მნიშვნელოვანი სიახლეები
ვერაკრუსში ჟადეიტისგან დამზადებული საოცარი ნივთი იპოვნეს

ვერაკრუსში ჟადეიტისგან დამზადებული საოცარი ნივთი იპოვნეს

კარლ ვენდმა (Karl Wendt), არქეოლოგმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა მექსიკის შტატ ვერაკრუსში გათხრების დროს საოცარი ნივთი იპოვნეს. ნაპოვნის აღწერა ჟურნალ Ancient Mesoamerica–შია გამოქვეყნებული.

მცირე ზომის ნივთი – 8,7 სმ სიმაღლეში და 2,5 სმ დიამეტრში – დამზადებულია თეთრ–ყავისფერი ჟადეიტისგან. ეს ძალიან მაგარი მინერალია. უფრო მაგარი ვიდრე ფოლადი, რაც თავის მხრივ ლაპარაკობს ნაპოვნის მნიშვნელობაზე. ნივთი წარმოადგენს ექვსკუთხედს მომრგვალებული წიბოებით. ფორმით კი გირჩს თუ სიმინდის ტაროს მიაგავს.

ნივთი ნაპოვნი იქნა არროიო პესკეროს არქეოლოგიურ ზონაში, რომელიც მექსიკის ყურის ნაპირზე მდებარეობს. ნაპოვნი მეცნიერებს ორი მიზეზით აინტერესებთ: ჯერ ერთი ეს პირველი არტეფაქტია, რომელიც ამ მიდამოს არქეოოგიური კვლევის შედეგად იპოვნეს, მეორეც ნაპოვნი ნივთის ფორმა და იკონოგრაფია ამ ტერიტორიისთვის არაა დამახასიათებელი.

მეცნიერებმა ნივთები ძველი წელთაღრიცხვის 900–400 წლებით დაათარიღეს – ეს ის დროა, როცა ამ ტერიტორიაზე ოლმეკების ცივილიზაცია მდებარეობდა. მისი წარმომადგენლები ცნობილები არიან ჯუნგლებში უშველებელი თავების შექმნით. მაგრამ დღემდე ცნობილი არაა რომელი ხალხი ითვლება მათ მემკვიდრეებად, ხოლო მათი დამწერლობა ჯერ წაკითხული არაა. არროიო პესკეროდან დაახლოებით 16 კილომეტრზე მდებარეობს ოლმეკების ყველაზე დიდი ქალაქი – ლა ვენტა. ამასთან თვითონ არროიო პესკეროში დღემდე ნაპოვნი არაა რაიმე მონუმენტური შენობა და ამ ადგილზე ყველა ნაპოვნი არტეფაქტი წყალქვეშა არქეოოგიის დამსახურებაა.

როგორც დაივერი ჯეკ ჰანტერი იძახის (Jack Hunter), რომელმაც ეს უცნაური ნივთი 2012 წელს იპოვნა, ამ რაიონში რამდენიმე დიდი მდინარის შესართავი მდებარეობს, რომლებიც ამ ადგილას ერთვის ზღვას და სწორედ ამ შესართავში იქნა ნაპოვნი ეს უცნაური ნივთები. როგორც ჩანს, ამბობს კარლ ვენდი, ეს „ტარო“ წყალში ჩააგდეს როგორც რომელიღაც ღმერთისათვის შესაწირი ნივთი, როგორც არროიო პესკეროში ასევე ნაპოვნი სხვა ნივთები. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ადგილობრივი ცივილიზაცია მთლიანად წყალზე იყო დამოკიდებული. მაგრამ რისთვის იყო საჭირო ეს ნივთი და რატომ ჩააგდეს იგი წყალში, უცნობია. შესაძლოა იგი ძალაუფლების სიმბოლო იყო, მაგრამ ნაპოვნი ნივთის პირდაპირი ანალოგები ამ რეგიონში არაა მიკვლეული.