მნიშვნელოვანი სიახლეები
ვიკინგების ციხე-სიმაგრეების დანიშნულება ცნობილი გახდა

ვიკინგების ციხე-სიმაგრეების დანიშნულება ცნობილი გახდა

 დანიისა და ნორვეგიის მეფის ჰარალდ ცისფერკბილას წრიული ციხე-სიმაგრეების დანიშნულება გაირკვა. ეს მეფე X საუკუნეში მეფობდა და მისმიერ აგებულ სიმაგრეებს სამხედრო დანიშნულება ჰქონდათ.

მეფე ჰარალდ ცისფერკბილამ თანამედროვე დანიისა და შვედური პროვინცია სკონეს ტერიტორიაზე ერთიანის ახელმწიფო შექმნა. ამის გამო აქ შექმნილ ელექტრული მოწყობილობების უსადენო კავშირის ტექნოლოგიას Bluetooth უწოდეს.  ამას გარდა ჰარალდს დანიის საზღვრებთან 970-980 წლებში რამდენიმე მრგვალი სიმაგრის მშენებლობას მიაწერენ. სულ დანიაში ოთხი ამგვარი სიმაგრე აღმოაჩინეს, რომლებმაც ისტორიკოსებში მათი დანიშნულების გამო დიდი დავა გამოიწვია. ერთნი მათ სამხედრო სიმაგრეებად მიიჩნევდნენ, მეორენი მათ ჰარალდ ლურჯკბილას პრესტიჟის სიმბოლოდ თვლიდნენ.

 მაგრამ 2014 წელს კუნძულ ზელანდიაზე, ქალაქ  კეგეს მახლობლად კიდევ ერთი მრგვალი სიმაგრის აღმოჩენამ ეს კონფლიქტი საბოლოოდ გადაწყვიტა.  სიმაგრეების სამ წლიანი დაკვირვებული შესწავლის შემდეგ ორხუსის უნივერსიტეტის არქეოლოგმა სორენ სინდბეკმა დაამტკიცა, რომ მრგვალ სიმაგრეებს სამხედრო დანიშნულება ჰქონდათ.

  არქეოლოგმა აღმოაჩინა, რომ მრგვალი სიმაგრეები ვიკინგების ძირითად სახმელეთო მარშრუტებზე და თანაც ზღვის სიახლოევს იმყოფებოდნენ. ისინი ზღვიდან ისეთნაირად იყვნენ მოშორებულები, რომ ზღვიდან  მათზე თავდასხმა გამოერიცხათ. სინდბეკმა თავისი თეორიის დასადასტურებლად შეეცადა ამ აღწერილობასთან შესაფერის ადგილებში ძიება დაეწყო და შედეგად კიდევ ერთი 144 მეტრი დიამეტრის სიმაგრე აღმოაჩინა. სიმაგრეს ვალე ბორგრინგი უწოდეს.

 სიმაგრის აღმოჩენით არქეოლოგის ჰიპოთეზა დადასტურდა. ჰარალდ ლურჯკბილას მიერ აგებულ წრიულ სიმაგრეებს მართლაც თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდათ.

 „ეს მონუმენტების შემთხვევითი კოლექცია არ იყო, რომლებიც ხელისუფლების სადემონსტრაციოდ ააგეს. მათ აგებაში სამხედრო ლოგიკა იყო ჩადებული. ისინი იმ ადგილებში ააგეს, რომელიც ყველაზე უფრო სახიფათო იყო“, - აცხადებს სინდბეკი.